Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

სტაჟირება სასამართლოში იურიდიული მიმართულების სტუდენტებისთვის

სტაჟირება სასამართლოში იურიდიული მიმართულების სტუდენტებისთვის
May 12
11:13 2019

ბათუმის საქალაქო სასამართლო აცხადებს სტაჟირებას დამამთავრებელი ან დამამთავრებელის წინა კურსის სტუდენტებისთვის.

ფუნქციები:

  • სტაჟირების მიზანია სასამართლოს საქმიანობის სათანადო ეფექტიანობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა, მათი პროფესიული განვითარება, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა, დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობების შექმნა.
  • სასამართლო სტაჟიორს უქმნის პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარების სათანადო პირობებს.
  • უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია იზრუნოს სტაჟიორის პროფესიულ განვითარებაზე.
  • უშუალო ხელმძღვანელი ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას, აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს მიმართულებას და დავალებებს. – დაუშვებელია უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან სტაჟიორისთვის მიცემული ტექნიკური ხასიათის დავალებების წილი აღემატებოდეს სტაჟიორის მთლიანი საქმიანობის ნახევარს.

სტაჟიორი ვალდებულია:
ა) გაეცნოს საერთო სასამართლოების საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას და მასზე დაკისრებული დავალებების შესრულებისას, იხელმძღვანელოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით;
ბ) დაიცვას სასამართლოს შინაგანაწესი;
გ) დადგენილ ვადებში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელისა და სასამართლოს მენეჯერის ყველა სამსახურებრივი დავალება.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 19 მაისი. 

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

მცხეთის რაიონული სასამართლო აცხადებს სტაჟირებას სტუდენტებისთვის, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის და დოქტურანტურის სტუდენტებისთვის.

ფუნქციები
ა) სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ნებართვით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სასამართლოს ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;

ბ) გაეცნოს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომლებიც მოცემულ სფეროს განეკუთვნება და მიღებული ცოდნა გამოიყენოს დაკისრებული დავალებების შესრულებისას.

გ) სტაჟიორი ხელმძღვანელის მითითებით და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება ეხებოდეს სასამართლოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ზოგადად სასამართლოს საქმიანობის საკითხებს.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 19 მაისი. 

დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

68 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
May 2019
M T W T F S S
« Apr    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031