Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

„ერასმუსის“ პროგრამის მონაწილეების მიერ შექმნილ ოჯახებში ერთი მილიონი ბავშვი დაიბადა

„ერასმუსის“ პროგრამის მონაწილეების მიერ შექმნილ ოჯახებში ერთი მილიონი ბავშვი დაიბადა
May 14
13:56 2019

„ერასმუსის“ პროგრამის მონაწილეების მიერ შექმნილ ოჯახებში ერთი მილიონი ბავშვი დაიბადა, – ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა, ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მაღალი დონის კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხდა.

☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ ახალგაზრდებს, საჭირო უნარ-ჩვევების მიღებაში და უნდა შევუწყოთ ხელი ახალგაზრდების მოგზაურობას. ისინი ვინც ერთად მუშაობენ, სწავლობენ, შემდეგ ერთმანეთი უყვარდებათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. „ერასმუსის“ პროგრამის ფარგლებში 10 მილიონი სტუდენტი სწავლობს საზღვარგარეთ და ერთი მილიონი ბავშვი დაიბადა იმ ოჯახებში, რომლებიც ერასმუსის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. ასე რომ ეს არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამა, „ერასმუსი“ დემოგრაფიული პროგრამაცაა“, – განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა უნდა გამოყოს დაფინანსება, რათა „ერასმუსის“ პროგრამა გაფართოვდეს.

წყარო: 1tv.ge

299 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში