უნივერსიტეტში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო, ევაკუაცია განხორციელდა

საინტერესო ფაქტები

ლონდონში, კინგსტონის უნივერსიტეტში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო, ევაკუაცია განხორციელდა.

ბომბის აღმოჩენის შემდეგ, სტუდენტთა დასახლება, სადაც 1 500 საცხოვრებელი სახლი და შენობაა განლაგებული, სამართალდამცველებმა დაიკავეს. პოლიციას დახმარებას ქვეყნის თავდაცვის სამინისტროც უწევს.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

ბომბის აღმოჩენის გამო, დაიხურა ევროპარლამენტის არჩევნებისთვის განკუთვნილი ორი საარჩევნო უბანიც.

მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის გაუვნებელყოფას სპეციალისტები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ, რის გამოც, სამი ათასამდე მოსახლეს ღამის გათევა ღია ცის ქვეშ მოუხდა.

შემთხვევის ადგილი, ამ დრომდე, პოლიციას აქვს გადაკეტილი. ისინი მოსახლეობას და სტუდენტებს ტერიტორიაზე არ უშვებენ.

წყარო: 1tv.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები