ილიაუნის საზაფხულო სკოლა ყაზბეგში

ივენთი

24 – 31 ივლისს, ივლისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, მის ერთ-ერთ სამთო სასტუმროში, ყაზბეგში, გაიმართება კინომცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა. პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო მკვლევარ-ექსპერტების და ამ დარგის ქართველი ლექტორ-პროფესორების მოწვევას, რომლებიც სკოლის მონაწილეებს საკუთარ ხედვებს გაუზიარებენ და სხვადასხვა თემის შესახებ გამართავენ ლექციებს.

მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს (მგზავრობა, განთავსება, კვება) ფარავს ორგანიზატორი მხარე.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა არაუმეტეს 18 სტუდენტი-მონაწილე შემდეგი მოთხოვნების საფუძველზე:

  • სამოტივაციო წერილი
  • რეცენზია-სტატია სასურველ ფილმზე ან კინოტენდენციაზე
  • მოკლე რეზიუმე (CV)

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა აღნიშნული ფაილები 15 ივნისის ჩათვლით გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschoolinfilmstudies@gmail.com

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები