გამოცდების შიშთან ბრძოლის 7 ეფექტური მეთოდი

სასარგებლო რჩევები

გამოცდები შფოთვასა და აღელვებას ყველა ასაკის ადამიანში იწვევს და ეს ერთადერთია, რაც ყველა გამოსაცდელ პირს აერთიანებს. ზოგს ეს ადვილად გადააქვს, ზოგს – პირიქით. გამოცდებით გამოწვეული სტრესი ხშირად უკიდურეს ფორმებს აღწევს და სტუდენტი დეპრესიამდე მიჰყავს. ამან შეიძლება ჯანმრთელობის ისეთი პრობლემებიც გამოიწვიოს, როგორიცაა თავის ტკივილი, უძილობა, პანიკა და ა.შ. ეს არ ნიშნავს, რომ სტრესი დესტრუქციულია, ის რამდენიმე უპირატესობასაც კი მოიცავს, მაგრამ სტრესის შემცირებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენენ მათი უფროსი დედმამიშვილები, რომლებმაც ოჯახში სამაგალითო მოსწავლის სტანდარტი შექმნეს.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

წინასაგამოცდოდ საუკეთესო გამოსავალი არის სიმშვიდის შენარჩუნება და კარგად მომზადება, თუმცა ეს მარტივი, გაცვეთილი ფრაზა რეალურად არც ისე ადვილად მისაღწევია. ამიტომაც გამოცდების შიშის დასაძლევად რამდენიმე ხრიკს გთავაზობთ, რომლებიც ორი კატეგორიისგან შედგება

ა) ის რაც გამოცდებამდე უნდა გააკეთოთ:
იყავი პოზიტიური;
არ შეედარო სხვა მოსწავლეებს;
ეცადე, მთელი გულით მოინდომო მასალის შესწავლა;
იფიქრე გონების სიმშვიდეზე;
იძინე და იკვებე სრულფასოვნად;
არ დაიტოვო სამეცადინო ბოლო წუთებისთვის.

ბ) ის, რაც გამოცდების დღეს უნდა გააკეთოთ:
ადექი დილით ადრე;
იყავი ფოკუსირებული გამოცდისთვის;
კარგად გაიაზრე საკითიხი და არ იჩქარო;

ქვემოთ მოყვანილია შიშის შემცირების რამდენიმე გზა:

1. მეცადინეობის გრაფიკი
შიშის დაძლევის პირველი ლოგიკური წესია, კარგად მოემზადოთ გამოცდებისთვის. ამისთვის კი საჭიროა გქონდეთ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკი, რომელიც დაგეხმარებათ ზუსტად განსაზღვროთ რა დროს რა უნდა იმეცადინოთ. ასე, რომ გრაფიკი უნდა იყოს რეალისტური და ზედმიწევნით სწორად უნდა შეასრულოთ ის.

2. საგნების განაწილება
სანამ გრაფიკსა და სქემას შეადგენთ, გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია, ყველა საგანს თავისი დრო გამოუყოთ. მაგალითად, ერთი საგანი იმეცადინეთ დილით, მეორეს კი დრო საღამოს დაუთმეთ.

3. ჩანიშვნები
მასალაზე მუშაობის დასაწყისში გამოიყენეთ მარკერი ან მოიმარჯვეთ რვეული და კალამი ჩანიშვნების გასაკეთებლად. ეს აუცილებლად გაგიმარტივებთ სწავლის პროცესს და მნიშვნელოვანი საკითხების დამახსოვრებაში დაგეხმარებათ.

4. ითხოვე დახმარება
თუ რაღაც გაურკვეველ საკითხს წაააწყდებით, აუცილებლად გაარკვიეთ ის. დახმარების თხოვნა მეგობრისა თუ პედაგოგისთვის სირცხვილი სულაც არაა. პირიქით, ეს თქვენს მონდომებულობაზე მეტყველებს.

5. გაუზიარეთ თქვენი ემოციები
თუ ხვდებით, რომ სტრესმა გძლიათ, ისაუბრეთ მასზე, იპოვეთ ადამიანი, ვინც თქვენს მდგომარეობაში ბევრჯერ ყოფილა და მიიღეთ მისგან რჩევები

6. არ შეედაროთ მეგობრებს
თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ყველას სწავლის სხვადასხვა მეთოდი აქვს. ზოგიერთს მეგობრებთან თავისი მეთოდების შესახებ საუბარი და მათთვის ანალოგიური შეკითხვების დასმა სჩვევია, რაც მხოლოდ დისკომფორტის შემქმნელია. მეგობრებთან საკუთარი ცოდნის შედარებამ შესაძლოა მათთან დაგაპირისპიროთ კიდეც, რაც წინასაგამოცდოდ დამატებითი სტრესი იქნება,

7. ჯგუფური მეცადინეობა
თანატოლებთან ერთად სამეცადინო მასალის განხილვა დაგეხმარებათ კონკრეტულ ფაქტებზე ყურადღების გამახვილებაში. ჯგუფურად მეცადინეობის დროს მოსწავლეები ერთმანეთს პრობლემურ საკითხებსაც უზიარებენ, რაც გარწმუნებთ იმაში, რომ ყველაფერი არავინ იცის და ყველაფრის სწავლა შეგიძლიათ.

წყარო: content.wisestep.com

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები