თსუ-ში 2019 წლის ბაკალავრების გამოსაშვები საღამო 30 ივლისს გაიმართება

აქტუალური

30 ივლისს, 18.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019 წლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა საიუბილეო გამოშვების ღონისძიება გაიმართება.

კურსდამთავრებულებმა 21 ივნისიდან – 2 ივლისამდე რეგისტრაცია უნდა გაიარონ lms.tsu.ge-ზე.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

დამატებითი ინფორმაცია ღონისძიების დეტალების და მანტიების გაცემის შესახებ გამოქვეყნდება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.

ღონისძიების თარიღი შერჩეულია სტუდენტების გამოკითხვის საფუძველზე. გამოკითხვაში მონაწილოება მიიღო 1858 სტუდენტმა, მათგან 78,6% ღონისძიების 30 ივლისს ჩატარებას მისცა ხმა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები