აბიტურიენტმა სასურველი 12 უნივერსიტეტიდან 12-ვეში ჩააბარა

საინტერესო ფაქტები

ბრიანა ვოტსი, ამერიკაში მცხოვრები აბიტურიენტია, რომელმაც საბუთები 12 სასურველ უნივერსიტეტში გააგზავნა და 12-ვე უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

ბრიანა დედასთან ერთად თავშესაფარში ცხოვრობს, რადგანაც ოჯახური პრობლემების გამო ოჯახმა საცხოვრებელი და სამუშაოც დაკარგა. მიუხედავად ამისა ბრიანას სხვადასხვა ორგანიზაციები დაეხმარა, რათა სწავლა დაესრულებინა და უნივერსიტეტში ჩაბარების შესაძლებლობა ჰქონოდა.

ბრიანამ განაცხადი 12 უმაღლეს სასწავლებელში წარადგინა და 12-ვედან დადებითი პასუხი მიიღო. მიუხედავად ამისა, ოჯახისთვის მორიგი პრობლემა, საცხოვრებელი და სწავლის დაფინანსება გახდა. თუმცა გამოჩნდნე მათთვის სრულიად უცხო ადამიანები, რომლებმა გოგონასთვის ფინანსური დახმარების სურვილი გამოთქვეს.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

“იმის ნახევარსაც კი ვერ წარმოვიდგენდი, რაც ახლა ჩემს თავს ხდება. ეს ნამდვილი წყალობაა”, – აცხადებს ბრიანა.

წყარო: yahoo lifestyle

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები