Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

შვედეთში მცხოვრები ემიგრანტი ახალგაზრდები ქართულ პროდუქციას პოპულარიზაციას გაუწევენ

შვედეთში მცხოვრები ემიგრანტი ახალგაზრდები ქართულ პროდუქციას პოპულარიზაციას გაუწევენ
June 27
14:49 2019

ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც შვედეთში ცხოვრობენ ქართულ კომპანიებს მიმართავენ  და მათი პროდუქციის შვედეთის მასშტაბით რეკლამირებას სთავაზობენ. ინიციატივის მიზანი არის ის რომ პოპულარიზაცია გაუწიონ ქართული ტურისტული კომპანიების მიერ შედგენილ ტურებს, ქართულ ღვინოს, პროდუქციას და ყველას, ვინც შესაძლოა რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო დაზარალდეს.

☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

“მეგობრებო, კიდევ ერთხელ, ამჯერად სხვა სახით, ვავრცელებ ჩვენ ინიციატივას, გავუწიოთ რეკლამირება ნებისმიერი სახის პროდუქტს, შვედეთის მაშტაბით. ამას ვაკეთებთ სრული ენთუზიაზმით და ველით შემოთავაზებებს თქვენგან 🙂

ყველანაირად ვეცდებით დავუდგეთ გვერდით ჩვენს სამშობლოს და გავუწიოთ პოპულარიზაცია თქვენ მიერ მოწოდებულ ტურსა თუ ქართულ ნაწარმს.

#forgeorgia #support #spendyoursummeringeorgia

ვიწვევთ ემიგრანტებს, სხვადასხვა ქვეყნებიდან, შემოგვიერთდნენ და ერთად გავძლიერდეთ.

საკონტაქტო: e-mail: anniealubali@gmail.com” – აღნიშნავენ ქართველი ახალგაზრდები მიმართვაში.

163 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში