ლეგენდარულ კასეტიან პლეერს Sony Walkman-ს 40 წელი შეუსრულდა

საინტერესო ფაქტები

კასეტის ჩასადებ პლეერს Sony Walkman-ს პირველ ივლისს 40 წელი შეუსრულდა. 1980-იან წლებში იაპონური მოწყობილობა აშშ-ის ბაზარზე გაჩნდა, რის შემდეგაც მისი “ოქროს ხანა” დაიწყო. Meduza-მ Sony Walkman-ის შექმნის ისტორიის შესახებ სტატია მოამზადა.

როგორც ირკვევა Sony Walkman-ი ოპერისა და ჟურნალისტების წყალობით გაჩნდა. Sony-ის პრეზიდენტს და თანადამფუძნებელს მასარუ იბუკას გრძელი საქმიანი ფრენების დროს საოპერო მუსიკის მოსმენა უყვარდა. 1970-იანი წლების ბოლოს მას მობეზრდა დიდი მაგნიტოფონის ტარება და თანამშრომლებს სთხოვა, შეექმნათ ისეთი მოწყობილობის დიზაინი, რომელსაც დინამიკები არ ექნებოდა, თუმცა მუსიკის ჩაწერას შეძლებდა. ამასთან, უნდა ყოფილიყო კომპაქტური და ყურსასმენებით.

ასეთი მოწყობილობის შესაქმნელად კომპანიამ აიღო ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი დიქტოფონი რომელსაც Sony Pressman-ი ერქვა.

თავდაპირველად სურდათ, რომ მოწყობილობა აშშ-ში “Disco Jogger”-ის სახელწოდებით გაყიდულიყო, მოგვიანებით კი ამერიკის ბაზარზე Soundabout-ის სახელით გამოვიდა. ამასთან, სხვა სახელი ერქვა ბრიტანეთის მომხმარებლებისთვის – Stowaway, ავსტრალიასა და შვეიცარიაში კი Freestyle. თუმცა მალევე ყველაზე ნათელმა და შესაბამისმა სახელმა “გაიმარჯვა” და დაერქვა “მოსეირნე ადამიანი” (Walkman).

Sony-ი არ ელოდებოდა მოწყობილობა ასე წარმატებით გაიყიდებოდა. თავად იაპონიაშიც კი პირველ თვეს პლეერის მხოლოდ 5000 ეგზემპლარის გაყიდვა იგეგმებოდა სულ. საბოლოოდ ხუთჯერ მეტი გაიყიდა.

1980 წელს ამერიკის ბაზარზე პლეერი გამოჩნდა, რომელიც 199 დოლარი ღირდა (დღევანდელი მაჩვენებლით დაახლოებით 738 დოლარი). ძალიან მალე The New York Times-მა ის “სტატუსის ახალ სიმბოლოდ” დაასახელა. 2010 წელს Walkman-ის წარმოების შეჩერებამდე კორპორაციამ 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარის გაყიდვა შეძლო.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები