მარიამმა უნდა გაიმარჯვოს! – მიეცი ხმა უფასოდ მომავალი ბესტსელერის ავტორს

კონკურსები

მარიამ ელიაშვილი:

…სინამდვილეში, ოცნებები არ სრულდება. ყოველ ჯერზე, როცა ნატვრას იწყებ, ფრთაშესხმული ოცნებები ნელ-ნელა გშორდებიან და მაღლიდან ყურებას იწყებენ. მათი რეალობად ქცევის რეცეპტი არ არსებობს, თუმცა მთავარი ინგრედიენტი, ოცნების მიზნად ქცევაა. მანამ სანამ, სიტყვა „ოცნებას“ არ შეიძულებ და მიზნად არ აქცევ, ჩათვალე, შენი ცხოვრების საუკეთესო ვერსიას შენს გონებაში მარხავ.

პატარ-პატარა მიზნები ყოველთვის მქონდა და მაღიზიანებდა ის, რომ არ ვიცოდი პასუხი კითხვაზე, თუ რა მინდა ამ ცხოვრებაში. ვწერდი თავგამოდებით და მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის, საკუთარი ჯინის გათავისუფლებისა და თვითგამოხატვისთვის. არასდროს გამჩენია მწერლის სახელის ტარების სურვილი, მაგრამ იყო ერთი კაცი, რომელსაც ამით უკიდეგანოდ გავახარებდი. ახლა, როცა თითქმის ერთი თვეა, რაც მამაჩემზე წარსულ დროში საუბარს ვსწავლობ და ვფიქრობ იმაზე, თუ რა შემეშალა მასთან, მახსენდება მისი უკანასკნელი დღეები. ბოლოს, როცა საუბრის სურვილი დაკარგა და ვეღარ ვხვდებოდი, მისმენდა თუ არა, უცებ ვუთხარი, მამა წიგნს მიბეჭდავენ-მეთქი. იმ წამს კითხვისნიშნებჩახვეული თვალებით გამიღიმა. ეს იყო ბოლო, რითაც მამა გავახარე ან რითაც უნებურად მოვატყუე.

ცხოვრებისეული მიზანიც ასე გამოჩნდა, თუმცა ზოგჯერ ერთი ადამიანის მიზანი მხოლოდ მასზე კი არა, ირგვლივ მყოფებზეა დამოკიდებული. ხდება ისე, რომ ერთმანეთის მიზნების ასრულებისთვისაც პატარა შრომა გვიწევს. ჩემს მიზანსაც შენი, ერთი მკითხველის დახმარება სჭირდება.

ვმონაწილეობ კონკურსში, რომლის გამარჯვებულსაც წიგნს დაუბეჭდავენ. გამარჯვებული კი ხმების რაოდენობით გამოვლინდება. არ მინდა ტყუილი აღმოჩნდეს ის, რითაც მამამ ჩემით უკანასკნელად იამაყა.

ამიტომაც გთხოვ ასე – გადადი ლინკზე და ხმა მიეცი ჩვენს მიზანს.

ხმის მიცემა უფასოა. ამიტომ გახსენით ლინკი, დააჭირეთ მწვანე ღილაკს წარწერით “ხმის მიცემა”, მიუთითეთ მობილურის ნომერი. ნომერზე მოგივათ კოდი და შემდეგ ის შეიყვანეთ. ხმის მიცემა შესაძლებელია ერთი ნომრიდან. ერთი წუთის და დიდი სიკეთის საქმეა https://bit.ly/325idS9

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები