Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ვაკანსიები სტუდენტებისთვის
July 07
10:41 2019

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი აცხადებს კონკურსს ბუღალტრის ასისტენტის თანამდებობაზე.

სტაჟირების პერიოდი: 16 სექტემბერი, 2019 – 30 ნოემბერი, 2019 (1.5 თვე)
სამუშაო პერიოდი: 1 დეკემბერი, 2019 – 31 მაისი, 2020 (6 თვე)
სამუშაო დატვირთვა: ნახევარი განაკვეთი

საქმიანობის აღწერა:

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ბუღალტრის ასისტენტი დაეხმარება თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ფინანსურ მენეჯერს ორგანიზაციის ფინანსური რესურსების მართვაში და ბუღალტრულ აღრიცხვაში:

  • საპროექტო განაცხადების ბიუჯეტის შედგენა და განხილვა;
  • უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში განსაზღვრული სამუშაოების დროში გაწერა;
  • პროექტის ბიუჯეტიდან განსახორციელებელი დანახარჯების კონტროლი;
  • პროექტის ფარგლებში დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურებით შესყიდულ საქონელზე/მომსახურეობაზე გამოწერილი დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურების შემოსავლების სამსახურში წარდგენა შესაბამისი ფორმით;
  • დონორისათვის ორგანიზაციის ყველა საჭირო ფინანსური ინფორმაციის წარდგენა;
  • ყველა ტიპის კონტრაქტის მომზადება, შეთანხმება სახლის კოორდინატორთან, წარდგენა გამგეობის თავმჯდომარესთან შემდგომში დამოწმების მიზნით;
  • ინვოისების საფუძველზე გადახდების/გადარიცხვების წარმოება;
  • შესყიდვების პროცედურის დაგეგმვა და ორგანიზაციის შიდა პროცედურით განსაზღვრული წესებით მისი აღსრულება;
  • ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება საბუღალტრო პროგრამაში – ORIS Accounting;
  • დონორის მიერ საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შუალედური და საბოლოო ანგარიშების მომზადება და წარდგენა;
  • ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების მართვა და კონტროლი/შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან (მინიმუმ კვირაში ერთხელ);
  • საგადასახადო ორგანოებთან დროული და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება/მიღება (დეკლარაციები, განცხადებები, დღგ-ს დაბრუნება, ელ. ფაქტურბი/ზედნადებები);
  • სალაროს ოპერაციების წარმოება და ნაშთების კონტროლი/შედარება სააღრიცხვო მონაცემებთან (მინიმუმ კვირაში ერთხელ);
  • ფინანსური დოკუმენტების შენახვა და კონტროლი (კანონმდებლობით მოთხოვნილ ვადებში);
  • პროექტის ფარგლებში შეძენილი საქონლის/მომსახურეობის ყველა ფინანსური დოკუმენტის სისწორის შემოწმება, თავმოყრა, დახარისხება და შენახვა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, წარმოადგინოთ:

  • პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • რეზიუმე (CV) (გთხოვთ, მიუთითოთ ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია);
  • სამოტივაციო წერილი.

მოთხოვნილი კვალიფიკაცია:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
  • MS Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;
  • შესაბამისი სამუშაო გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას);
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი)
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი)
  • რუსული ენის დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა

გთხოვთ, წარმოადგინოთ ზემოთ მითითებული დოკუმენტაცია ქართულ ენაზე არაუგვიანეს 2019 წლის 21 ივლისის 18:00 საათისა შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: Tbilisi@humanrightshouse.org გთხოვთ, მიუთითოთ ელ-ფოსტის საგნის გრაფაში შესაბამისი პოზიცია: “ბუღალტრის ასისტენტი”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრული საბუთების წარმოდგენის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ დოკუმენტაციის გადარჩევის შედეგად იდენტიფიცირებულ კანდიდატებთან.

☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

კომპანია “საკონსულტაციო კომპანია აი დი ქონსალთინგ”-ი აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრულ განყოფილებაში.

მოვალეობები:

  • ბუღალტრული ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოება;
  • ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმოება;
  • ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად დამუშავება.
  • სხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების განხრით; (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც)
  • საოფისე პროგრამების, Excel, Word და Powerpoint-ის ცოდნა;
  • ინგლისურის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • საბუღალტრო პროგრამის, Oris ჩაითვლება უპირატესად;

პიროვნული მახასიათებლები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • შრომისმოყვარე და მიზანდასხული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 19:00 სთ;
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქეთევან წამებულის ქუჩა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: info@idconsulting.ge 2019 წლის 21 ივლისის ჩათვლით.

203 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში