Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ქართველმა სტუდენტებმა ახალი სოციალური ქსელი შექმნეს

ქართველმა სტუდენტებმა ახალი სოციალური ქსელი შექმნეს
July 08
16:51 2019

უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა ახალი სოციალური ქსელი „Feedc“ შექმნეს. ვებ-გვერდი ორი თვის წინ, შეიქმნა და დღემდე განახლების პროცესში იმყოფება. აპლიკაცია სოციალური ქსელებისგან იმით განსხვავდება, რომ ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაუკავშირდეს ნებისმიერ ადამიანს მის ქალაქში/ქვეყანაში, მეგობრებში დამატების გარეშე.

პოსტის მოწონების შემთხვევაში აპლიკაცია ავტომატურად მომხმარებლის ადგილმდებარეობას ადგენს. პოსტის მოწონება/არ მოწონება ანონიმური რჩება და მხოლოდ საიტზე დარეგისტრირებულ პირს შეუძლია მისი ნახვა.

აპლიკაციას უკვე დაემატა messenger-ის და ვიდეოს ატვირთვის ფუნქცია.

Feedc-ს აქვს ენების ფილტრაციის ფუნქციაც, რაც ნიშნავს, იმას რომ კონკრეტული ენის მონიშვნისას იგი წაშლის ყველა ენას და კედელზე დატოვებს მხოლოდ ერთ ენაზე დაწერილ პოსტებს.

უცხოეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტების მიერ შექმნილი ახალი სოციალური ქსელი FeedC Android და iOS პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია. აპლიკაციის მიზანი სოციალურ ქსელებში არსებული ბარიერების მოხსნაა.

წყარო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

185 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში