Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

10 რჩევა სადიპლომო ნაშრომის წარმატებით წარსადგენად

10 რჩევა სადიპლომო ნაშრომის  წარმატებით წარსადგენად
July 11
17:06 2019

დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის დიპლომის დაცვა დიდ ნერვიულობასთანაა დაკავშირებული, რადგანაც ნაშრომის დაწერა დიდ შრომას, პრეზენტაცია კი საჯარო გამოსვლის შიშის დაძლევას მოითხოვს.

იმ სტუდენტებს, ვისაც ჯერ კიდევ არ გქონიათ დიპლმის დაცვა, შეგიძლიათ ეს რჩევები გამოიყენოთ:

 პრეზენტაციამდე აუცილებლად გაიარე რეპეტიცია

პრეზენტაციის პროცესში გამომსვლელს აუცილებლად შეატყობთ, აქვს თუ არა მას წინასწარ ნავარჯიშები საბოლოო პრეზენტაციამდე. პრეზენტაციამდე აუცილებლად იმუშავეთ იმაზე, თუ რას და როგორ იტყვით გამოსვლის დროს. წარუდგინეთ თქვენი პრეზენტაცია ოჯახის წევრებს ან მეგობრებს. ამის შემდეგ კი აუცილებლად სთხოვეთ, რომ შეგაფასონ. ასევე გამოცდილი და ერთ-ერთი ეფექტური ხერხია სარკის წინ ვარჯიში.

აკონტროლეთ დრო

სადიპლომო ნაშრომი, როგორც წესი საკმაოდ ვრცელია, საპრეზენტაციო დრო კი მოკლე. ამიტომ ყურადღება მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეთ. თუ რომელიმე საკითხის გაშლა გახდება საჭირო, დიდი ალბათობით, კომისიის წევრები პრეზენტაციის მერეც ჩაგეკითხებიან. შესაბამისად წინასწარი რეპეტიციისას, პრეზენტაციის დროში ჩასმაზეც ივარჯიშეთ.

იყავით კრიტიკული და მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ

გააკრიტიკეთ თქვენივე გამოსვლა. იმუშავეთ იმ დეტალზე, რაზეც ფიქრობთ, რომ უკეთსად გამოგივათ. შედეგად კი საბოლოო პრეზენტაციის ჩატარების დროს, თავს  უფრო დარწმუნებულად იგრძნობთ.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

წინასწარ ნუ შეგეშინდებათ კომისიის მიერ დასმული კითხვების

თუ ზემოთ მოცემულ პუნქტებს გაივლით, ირეპეტიციებთ, წინაწარ კარგად გექნებათ თემა დამუშავებული, საკუთარ თავს კრიტიკულ კითხვებს დაუსვამთ – კომისიის წევრების კითხვების ნუღარ შეგეშინდებათ. ხშირად ისინი სულაც არ არიან სტუდენტის ჩაჭრაზე ორიენტირებულები, და როგორც წესი, არა ჩამჭრელ, არამედ საკითხვების გაშლასა თუ ჩაზუსტებას ეხება ხოლმე.

მოინიშნეთ ბარათზე ძირითადი თემები და საკითხები

ნუ დაიჭერთ პრეზენტაციის დროს ფურცლებს ხელში. ბარათზე მოინიშნეთ პრეზენტაციის ძირითადი თემები, დეტალების გარეშე. ძირითადი საკვანძო სიტყვების ჩანიშვნა დაგეხმარებათ, მარტივად გაიხსენოთ ის, თუ რის თქმას აპირებთ პრეზენტაციაში.

გაიღიმე პრეზენტაციის მიმდინარეობისას

იყავი ბედნიერი, რადგან აუდიტორიას უნდა წარუდგინო საკითხები, რაც მათ არ იციან.  კვლევები ადასტურებს, რომ ღიმილი გადამდებია. თუ გსურს რომ პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიაროს – გაიღიმე.

იქონიე მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან

არაფერია იმაზე მოსაწყენი, ვიდრე პრეზენტატორის მოსმენა, რომელიც სადღაც სხვაგან იყურება. მოდუნდი და იქონიე მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან. რა თქმა უნდა, დიდ აუდიტორიაში თითოეულ მათგანს თვალებში ვერ უყურებ, ამისათვის საკოორდინაციოდ უნდა აიღო სამი წერტილი, უკიდურესი მარჯვენა, მარცხენა და შუა წერტილები, რომლებსაც ეტაპობრივად უნდა შეხედო. ასე შექმნი შთაბეჭდილებას, რომ ყველა მსმენელს უყურებ.

აკონტროლე ხმა და ტონალობა

შენი მიზანია დააინტერესო აუდიტორია და არა დააძინო. ამიტომ აკონტროლე ხმა და ეცადე თემა საინტერესოდ გადმოსცე. შეგიძლია გამოიყენო ხელის მოძრაობა საუბართან შესაბამისად. ეს ამასთან დაფარავს შენს ნერვიულობასაც.

პრეზენტაციის დასასრულს გააკეთე დასკვნა

პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი აუდიტორიაზე საბოლოო შთაბეჭდილებას ტოვებს. შესაძლოა ეს იყოს შეჯამება, ან კრეატიული დასასრული. ან სულაც დასვი რიტორიკული კითხვა, რაც აუდიტორიას შენ პრეზენტაციაზე ფიქრს გააგრძელებინებს.

და ბოლოს ნუ დაივიწყებთ ნაშრომის ხელმძღვანელს

როგორც წესი, ხელმძღვანელები საკმაოდ დაკავებულები არიან და სტუდენტები ხშირად ჩივიან, რომ ხელმძღვნელებისგან დამოუკიდებლად უწევთ ნაშრომზე მუშაობა. მაგრამ ყველანაირად ეცადეთ გამოიყენოთ მისი რესურსები და რჩევები, და დამატებითი კითხვების ნუ მოგერიდებათ. ეს ნამდვილად წაგადგებათ.

558 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
July 2019
M T W T F S S
« Jun    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031