Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ვაკანსიები სტუდენტებისთვის საბანკო სფეროში

ვაკანსიები სტუდენტებისთვის საბანკო სფეროში
July 14
10:30 2019

სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” აცხადებს კონკურსს საინფორმაციო ოფიცრის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკში შემოსული მომხმარებლების დახვედრა, მათი საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი მომსახურების გაწევა/გადამისამართება
  • რიგის ნომრის მინიჭება, გადახდის აპარატებთან და ბანკომატებთან კლიენტებისთვის დახმარების გაწევა
  • მომხმარებლებისთვის კონკრეტული პროდუქტების შეთავაზება, დისტანციური პროდუქტების პოპულარიზაცია და გაყიდვა
  • მომხმარებლის ინფორმირება ბანკში მიმდინარე აქციების შესახებ და სხვა საბანკო პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ
  • ყოველთვიური გეგმების შესრულება.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის ან სტაჟირების გამოცდილების ქონა
  • რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ფლობა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი
  • გაყიდვების უნარი
  • აქტიური
  • თავაზიანი
  • მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
  • ორგანიზებული
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2019 წლის 24 ივლისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა

CV-ის გამოგზავნა შესაძლებელია, ასევე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@vtb.ge – სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

საქართველოს სალიზინგო კომპანია აცხადებს ვაკანსიას გრითერის პოზიციაზე თბილისში.

პოზიციის მიზანია გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.

ძირითადი ფუნქციები:

  • პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით ფიზიკური პირებისათვის კონსულტაციების გაწევა;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლების გადამისამართება შესაბამის სამსახურში ან თანამშრომელთან;

სამუშაო განრიგი: სრული სამუშაო განაკვეთი.
ანაზღაურება: 400 ლარი (ხელზე ასაღები)

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან ახალ კურსდამთავრებული

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ენების ცოდნა: ქართული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
  • კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი;
  • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, მათემატიკური უნარები, კარგი მეხსიერება, ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: glcjobs@leasing.ge არაუგვიანეს 2019 წლის 16 ივლისისა. გთხოვთ, სათაურის (`Subject”) ველში მიუთითოთ ის რეგიონი და თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

113 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში