მაღლივის ბიბლიოთეკის კედლები მოიხატა

სტუდენტური ცხოვრება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუჩის ხელოვნების მოძრაობის „ნიკო“ ინიციატივით, პროექტის #ნიკომაღლივი ფარგლებში, თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკის კორპუსის 6 კედელი მოიხატა.

ექსპერიმენტულ პროექტში მხატვრებსა და ხელოვანებს საშუალება აქვთ დიდ მასშტაბებზე ხატვის გამოცდილება მიიღონ.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

„იდეა გვქონდა გვეთანამშრომლა უნივერსიტეტთან და პირველ შეხვედრაზე, აღმოვაჩინეთ 15 სხვადასხვა სივრცე მაღლივში. უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელებული ეს პროექტი ჩვენი ყოველწლიური ფესტივალისგან განსხვავდება. ამ შემთხვევაში არტისტებს დიდ მასშტაბებზე ხატვის გამოცდილების შესაძლებლობა აქვთ. ეს არის ერთგვარი „სავარჯიშო დარბაზი“, სადაც ხელოვნებაში გაწაფული არტისტები საკუთარ ძალებს დიდ მასშტაბებზე ხატვაში ცდიან.

ნახატებს მხოლოდ ერთი რამ აქვთ საერთო – ყველა თავისუფალი თემითაა შექმნილი და მხოლოდ მხატვრის ფანტაზიით არის შემოსაზღვრული.
ეს პროექტი საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვგეგმავთ შევქმნათ პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მსურველს დახელოვნდეს ასეთ დიდ მასშტაბებზე ხატვაში. ეს იქნება ერთგვარი ქუჩის გალერეა, სადაც ნახატები გარკვეული პერიოდულობით გადაიხატება და ყოველ წელს ახალი სახე ექნება,“ – ამბობს ქუჩის ხელოვნების მოძრაობის „ნიკო“ დამფუძნებელი სანდრო კვანტალიანი.

პროექტის #ნიკომაღლივი ფარგლებში სულ 15 სივრცის მოხატვაა დაგეგმილი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები