ილიაუნის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო 27 ივლისს გაიმართება

ივენთი

27 ივლისს,18:00 საათზე, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიაზე.

ღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისრექტორი გიგა ზედანია.

☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

ტრადიციულად წელსაც გამოსაშვებ საღამოზე სიტყვით გამოვლენ კურსდამთავრებულები, რომლებიც სიტყვის კონკურსში გაიმარჯვებენ.

ოფიციალური ნაწილი კურსდამთავრებულებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით – ქუდების ცაში ასროლით დასრულდება.

ღონისძიებაზე დაუკრავენ: Eko & Vinda Folio, Lua, L8, Infest

ცერემონია ფეიერვერკით დასრულდება.

დრო: 27 ივლისი, შაბათი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ლისის ტბა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები