სტაჟირება სტუდენტებისთვის

დასაქმება

კომპანია “პსპ ფარმა” ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში აცხადებს სტაჟიორის ვაკანსიას.

სტაჟირება ანაზღაურებადია და გრძელდება 3-დან 6 თვემდე. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება როგორც ადმინისტრაციის, ასევე რეკრუიტინგისა და შერჩევის მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • თანამშრომელთა მონაცემთა ბაზების მოწესრიგებაში ჩართულობა;
  • ადმინისტრაციული დოკუმენტების (ხელშეკრულებები, შვებულებები, ბრძანებები) მომზადების პრცესის მხარდაჭერა;
  • კანდიდატების ტესტირებასა და გასაუბრებაში მონაწილეობის მიღება;
  • ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება – სოციალური მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის (განიხილებიან მე-4 კურსის სტუდენტებიც);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ბაზისურ დონეზე;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სისწრაფე და დაკვირვებულობა;
  • ენერგიულობა და აქტიურობა;
  • მოტივაცია და გუნდურობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge. წერილის სათაურში მიუთითეთ “HR სტაჟიორი”.

ვაკანსიაზე განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 5 აგვისტო.

 ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

სს “გეფა” აცხადებს სტაჟირებას IT განყოფილებაში, შემდგომი დასაქმებით სამცხე-ჯავახეთის და კახეთის ტერიტორიაზე.

კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან თბილისში.
სამუშაო განაკვეთი: სრული
1 თვე უხელფასო, შემდგომ ანაზღაურებადი სტაჟირება.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპიუტერების აწყობა, შიდა ქსელის ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა;
  • ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
  • ტექნიკური დახმარების დროული აღმოჩენა პერსონალისათვის;
  • სააფთიაქო ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, როგორც აითი საკითხებში ასევე სამეურნეო/ტექნიკურ საკითხში;
  • ფილიალების დისტანციურ რეჟიმში სატელეფონი ტექნიკური მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით) ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
  • ქსელის საფუძვლების ცოდნა;
  • Microsoft Office-ის ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ტექნიკურ დონეზე.
  • ტექნიკური/სამეურნეო საკითხებში პრობლემის მოგვარება.
  • ელექტრო სისტემების ზოგადი მუშაობის პრინციპი.

დამატებითი მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელური;
  • მიზანდასახული;
  • პასუხისმგებლიანი;
  • ორგანიზებული;
  • ენერგიული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.
  • მართვის მოწმობა
  • ახალი ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისების სურვილი და შესაძლებლობა;
  • ასაკი: 22-40 წელი.
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com, საგნის ველში (“subject”) მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს “გეფა”-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები