Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

10 დეტალი, რაც ილიაუნის პირველკურსელებმა უნდა იცოდეთ

10 დეტალი, რაც ილიაუნის პირველკურსელებმა უნდა იცოდეთ
August 07
16:16 2019

უნივერსიტეტში მისვლის პირველი დღე და შთაბეჭდილებები, ალბათ, იმდენაც მნიშვნელოვანია რომ მთელი ცხოვრების მანძილზე მიგყვება.

გარდა იმისა რომ ახალ გარემოსა და საზოგადოებაში ხვდები, ყველაფერი უცხოდ გეჩვენება და ყველას გვინახავს აქეთ-იქეთ მოსიარულე დაბნეული პირველკურსელები.

ადაპტაციის პროცესი რომ არ გაგიჭირდეთ გთავაზობთ 10 პუნქტს, რომელიც ილიაუნის პირველკურსელებმა უნდა იცოდეთ, თუ რა თქმა უნდა ილიაუნიში აბარებთ. რჩევების ავტორი სტუდენტი ლიკა წულაიაა:

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

1. მოდით გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ თუ ხართ მორიდებულები, მორცხვები და ა.შ, ილიაუნის სტუდენტები, არიან პირველი ხელშემწყობი ფაქტორები ამის დაძლევაში. მერწმუნეთ, ჩვენთან საერთო ენას მარტივად გამონახავთ

2. პირველი შთაბეჭდილება ყველაზე მნიშვნელოვანია, იმედი მაქვს, დამეთანხმებით. სანამ კურსელებს, ჯგუფელებსა და ა.შ გაიცნობთ, პირველ რიგში ინტერიერს ამჩნევთ. ამითაც არ გაგიცრუვდებათ იმედები. ილიაუნს არაჩვეულებრივი ინტერიერი აქვს. ყველა კორპუსი რაღაცით ჰგავს ერთმანეთს მაგრამ მსგავსებასთან ერთად განსხვავებებსაც შეამჩნევთ

3. კითხვის მოყვარულებს ნამდვილად არ გაგიცრუვდებათ იმედები. ვფიქრობ, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ბიბლიოთეკა გვაქვს. საოცარი სიმყუდროვე, წიგნების მრავალფეროვანი არჩევანი, ცხელი და ცივი სასმელები, მერწმუნეთ არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის. ასევე არის სტუდენტური სივრცე, შეკრებებისთვის, მეცადინეობისა და დასვენევისთვის

4. მოვიდა ჭამის მოყვარულთა დროოც. ილიაუნს აქვს ძალიან კარგი უნიფუდი, ასევე კარგი პერსონალითა და კერძებით, ვფიქრობ, ძალიან მოგეწონებათ. ტკბილეულის მირთმევა ასევე შეგიძლიათ ლუგამუსშიც

5. მინდა გაცნობოთ და გაგახაროთ! ლექციების დაწყებამდე და დამთავრებისას ზარი არ ირეკება. ლექციებზე დასწრება თავისუფალია. როცა გინდათ შედიხართ, ან გამოდიხართ. საპირფარეშოში გასვლისას ლექტორს არ ვეკითხებით შეიძლება თუ არა (ერთგვარი კულტურაა, არ შევუშალოთ ხელი ლექციის მიმდინარეობას, რომელსაც ხშირად 70-90 სტუდენტი ესწრება)

6. მასწავლებელო- ასე არ მივმართავთ ლექტორს მივმართავთ ქალბატონო ან ბატონოთი

7. გვაქვს ეზო, სადაც ძირითადად მოსაწევად იკრიბებოდნენ ხოლმე, მაგრამ კანონის მიღების შემდეგ მწეველებმა გადაინაცვლეს ეზოს გარეთ, არამწეველებმა ეზოში.

8. გვაქვს, ასევე, ლიფტიც, რომელში მოხვედრაც საკმაოდ რთულია

9. გვაქვს არაჩვეულებრივი კომპიუტერების ოთახი, რომელიც სულ გადაჭედილია

10. მეათე და მნიშვნელოვანი! ჩვენ გვყავს ზაზა, რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანია, მაგრამ თუ გააბრაზებთ, შესაძლოა სანაგვე ყუთს ან მენაგვეს დაემსგავსოთ (მის თვალწინ სიგარეტს ძირს ნუ დააგდებთ, ადამიანურად გირჩევთ).

9,548 ნახვა
Share

About Author

studinfo

studinfo

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში