22 წლის თავგადასავლების მოყვარული მოგზაური ახალციხიდან

მხიარული ინფო

ქალაქ ვალეში მცხოვრებმა მერაბ ჩიტაშვილმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა, სამი წლის წინ დაიწყო. ლოკაციებს სპონტანურად გეგმავს, ყველა ქვეყნიდან მონეტები და ბილეთები ჩამოაქვს. საყვარელი ქვეყანა ჩინეთია და ოცნებობს იქ ცხოვრებაზე.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

პირველად სოფლის მეურნეობის პროგრამით, 2016 წელს გაემგზავრა ჩინეთში, სწორედ ჩინეთში ყოფნის შემდეგ გადაწყვიტა მოგზაურობა დაეწყო.

„ჩინეთში ვიყიდე კარავი და გადავწყვიტე, ჩემით დამეწყო მოგზაურობა. ჩამოსვლის შემდეგ ზუსტად ასე მოვიქეცი. მეგობრებიც გავიჩინე, ვისაც საერთო ინტერესები გვქონდა, ვისაც მოგზაურობა უყვარდა და ამის შემდეგ მეგობრებთან ერთად დავდივარ“, – ამბობს მერაბი ჩიტაშვილი.

მისი თქმით, ბევრჯერ სპონტანურად ღამის სამ საათზეც მიუღია გადაწყვეტილება, რომ დილით მოეკიდა ზურგჩანთა და სახეტიალოდ წასულიყო. მოგზაურობით გატაცებულს სამსახურიც შესაბამისი შესთავაზეს.

მოგზაურობისას ბევრი საინტერესო და სახიფათო ამბები გადახდენია.

„მე და ჩემი მეგობრები ლეჩხუმში ვიყავით, ხვამლის მთისკენ მიმავალ გზაზე, ღამე კემპინგის დროს, ტურები შემოგვესივნენ, ერთი საათის განმავლობაში ვიგერიებდით, კიდევ კარგი ბევრი შეშა გვქონდა და მთელი ღამე ცეცხლთან ვისხედით“ , – იხსენებს მერაბ ჩიტაშვილი.

მოგზაურობისას ბილეთებსა და მონეტებს აგროვებს. ჩინეთში ორჯერ იყო, მოინახულა საფრანგეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი. ახლა კი იორდანიაში, კვიპროსში, ავსტრიაში და საბერძნეთში წასვლას გეგმავს.

მისი სურვილია, რომ იცხოვროს ჩინეთში. მომავლის გეგმები არ აქვს, უყვარს სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება. სურს ამაზონის ჯუნგლებში და აფრიკაში მოგზაურობა.

წყარო: sknews.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები