კეი-პოპ ჯგუფი BTS შემოქმედებით პაუზას იღებს

მხიარული ინფო

ახალგაზრდებისთვის საყვარელი კეი-პოპ ჯგუფი BTS-ი ხანგრძლივ შემოქმედებით პაუზას იღებს – აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც ჯგუფის კომპანია Big Hit Entertainment-ის განცხადებაშია ნათქვამი, ჯგუფის შვიდივე წევრს დასვენება და განტვირთვა სჭირდება. ამ პერიოდის განმავლობაში ჯგუფის წევრები მათი ასაკისთვის შესაფერისი ჩვეულებრივი ცხოვრებით აპირებენ.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

BTS-ის სადებიუტო კონცერტი 2013 წელს გაიმართა, ამ დროის შემდეგ ეს მათი პირველი ხანგრძლივი პაუზაა შემოქმედებაში. ჯერჯერობით უცნობია როდის დაუბრუნდება ჯგუფი სცენას.

BTS-ი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კეი-პოპ ჯგუფია. კეი-პოპი (K-pop) სამხრეთ კორეაში დაბადებული მუსიკალური ჟანრია, რომელიც აერთიანებს ჰიპ-ჰოპს, საცეკვაო მუსიკას და რიტმ-ენდ-ბლუზს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები