რუსთაველი ახალგაზრდებისთვის სამდღიანი უფასო ტურები მოეწყობა – რეგისტრაცია

ივენთი

პროექტი “გაიცანი შენი რეგიონი” გულისხმობს სამდღიანი ლაშქრობების ორგანიზებას ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით. პროექტის ფარგლებში რუსთაველი ახალგაზრდებისთვის მოეწყობა სამდღიანი ტურები 11 ნაკადად – თითოეულ ნაკადში 25 ახალგაზრდა.

აპლიკაციის შევსება შეუძლიათ 15 – 20 წლის ახალგაზრდებს.

ლაშქრობის მონაწილეთა შერჩევა მოხდება 2 ეტაპად:

პირველი:აპლიკაციის მეშვეობით შეირჩევიან გასაუბრების ეტაპზე გადასაყვანი მონაწილეები (გასაუბრების ეტაპზე გადავლენ კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატები)

მეორე: გასაუბრება – გასაუბრების ეტაპზე კომისია შეარჩევს 175 მონაწილეს

50 მონაწილე შეირჩევა – ააიპ “ქალაქი რუსთავის სახელოვნებო, სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის” მიერ 2019 წლის განმავლობაში ორგანიზებული პროექტების აქტიური მონაწილეებიდან; 50 ადგილი კი განკუთვნილია სხვადასხვა სოციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

იმ შემთხვევაში, თუ პირველადი განაცხადებით ვერ მოხდება ჯგუფების სრულად დაკომპლექტება ააიპ “ქალაქი რუსთავის სახელოვნებო, სპორტის და ახალგაზრდობის გავითარების ცენტრი” იტოვებს უფლებას განმეორებით განახორციელოს ბენეფიციართა შერჩევა.

ნებისმიერი მონაწილის შემთხვევაში აუცილებელია ჯანმრთელობის ცნობის წარმოდგენა.

არასრულწლოვანის შემთხვევაში აუცილებელია მშობლის ან პასუხისმგებელი პირის თანხმობა ლაშქრობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ააიპ “ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი” იტოვებს უფლებას თავად გაანაწილოს პრეტენდენტები ჯგუფებში.

პროექტში მონაწილეობისთვის გაიარეთ რეგისტრაცია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები