მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო სეზონური სკოლა სტუდენტებისთვის

კონკურსები

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი გაიზენჰაიმის უნივერსიტეტთან ერთად აცხადებს მიღებას მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო სეზონურ სკოლაში. სეზონური სკოლა დაფინანსებულია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

საერთაშორისო სეზონური სკოლის მიზანია:

  • მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ინფორმაციის/გამოცდილების გაზიარება დღეს არსებულ აქტუალურ და მნიშვნელოვან მიმართულებებთან დაკავშირებით;
  • ერთობლივი სამეცნიერო პროექტების პოტენციალის წარმოშობა ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის კოლაბორაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის გზით.

სკოლის ფარგლებში საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და გაიზენჰაიმის უნივერისტეტის კვალიფიციური ლექტორები განიხილავენ შემდეგ მიმართულებებს: მევენახეობა, მეღვინეობა, ღვინის ბაზარი, ბაზრის კვლევა, ღვინის მარკეტინგი და ტურიზმი.

სეზონური სკოლის პროგრამა განკუთვნილია: მევენახეობა-მეღვინეობის, ეკონომიკის, ბიზნესის, ტურიზმის და სტუმარმასპინძლობის მიმართულების ქართველი და უცხოელი ახალგაზრდა მკვლევარებისა და სტუდენტებისთვის.

პროექტის ფარგლებში სტუდენტებს დაუფინანსდებათ განთავსება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბაზალეთის სასწავლო ცენტრში, კვება, ტრანსპორტირება და შემეცნებითი ტურები.

პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და გაიზენჰაიმის უნივერსიტეტის ერთობლივი სერტიფიკატი.

პროგრამა შედგება შემდეგი სალექციო თემისაგან:

  • ეკონომიკა და ღვინის მსოფლიო ბაზრები
  • ღვინის ბაზრის კვლევა და მომხმარებლის ქცევა
  • ღვინის მარკეტინგი (პროდუქტის, კომუნიკაციის, ფასის და დისტრიბუციის პოლიტიკა)
  • ქართული ავტოქტონური ჯიშების გაცნობა
  • იშვიათი ავტოქტონური ჯიშების მნიშვნელობა დარგის განვითარებისათვის
  • ვაზის სარგავი მასალის წარმოების თანამედროვე გამოწვევები
  • ქვევრის წარმოების ტექნოლოგია (მეთუნეობა)
  • ქართული ტრადიციული ქვევრის ღვინის დამზადების მეთოდი
  • ბიო და ბიოდინამიური მეღვინეობა
  • ქართული ყურძნის სხვადასხვა ჯიშის ქვევრის ღვინოების ტიპიურობის განსაზღვრა
  • ქართული ღვინის დეგუსტაცია – მისი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე

სეზონური სკოლის ჩატარების პერიოდი: 2019 წლის 29 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

CV; პირადობის მოწმობის ასლი; აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან;

შენიშვნა: სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

გთხოვთ, მსურველებმა 2019 წლის 10 სექტემბრის 18:00 საათამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

გასაუბრებასთან დაკავშირებით დამატებით მიიღებთ შეტყობინებას.

საკონტაქტო პირი: ნინო კაჭარავა
ელფოსტა: n.katcharava@agruni.edu.ge
ტელ: 595 80 82 59

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები