Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

„პირველი ლექციიდან გამოქცევა მინდოდა“ – პოპულარული ქართველი სტუდენტი სამხრეთ კორეიდან

„პირველი ლექციიდან გამოქცევა მინდოდა“ – პოპულარული ქართველი სტუდენტი სამხრეთ კორეიდან
August 21
10:05 2019

სოფია კვინიკაძე სამხრეთ კორეაში, ჩონბუკის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგისტრატურის საფეხურზე, კორეული ენის ფილოლოგიას სწავლობს.

როგორც თავად ამბობს, კორეული ენა და კულტურა ადრეული ასაკიდანვე შეუყვარდა. მას შემდეგ კორეაში სწავლა მიზნად დაისახა და დღეს იქ ერთ-ერთი წარმატებული ქართველი სტუდენტია.

სწავლის პარალელურად სოფია აქტიურად აწარმოებს ვლოგს სოციალურ ქსელში, საიდანაც საზოგადოებას სამხრეთ კორეაში ცხოვრების გამოცდილებას უზიარებს.

როგორ სწავლობს და მუშაობს საზღვარგარეთ, ამ თემებზე სოფია ინტერვიუში გვესაუბრება.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

– სოფია, კორეული ენის შესწავლა რატომ გადაწყვიტე?

ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან შემიყვარდა კორეა და ოცნებად დავისახე სამხრეთ კორეაში წასვლა. ნარუტო მიყვარდა, ანიმაციური ფილმი. ვეძებდი ნარუტოს გმირების რეალურ ანალოგებს და გადავაწყდი კორეულ სერიალს, ვუყურე და გავხდი დამოკიდებული.

– როგორ შეარჩიე უნივერსიტეტი და რა გზა გაიარე კორეაში გამგზავრებამდე?

კორეაში გამგზავრებამდე გზა იყო ძალიან გრძელი და დაგრეხილი. ერთადერთი ადგილი, სადაც კორეული ენა ისწავლებოდა იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი. ამიტომ უნივერსიტეტის არჩევა არ გამჭირვებია. რაც შეეხება კორეაში უნივერსიტეტს, კავკასიის რეგიონში კორეული ენით სიტყვით გამოსვლის კონკურსში გავიმარჯვე და დამაჯილდოვეს ორწლიანი სტიპენდიით მაგისტრატურაზე.

– მოგვიყევი პირველი სასწავლო დღის შთაბეჭდილებებზე…

ვსწავლობ კორეული ენის ფილოლოგიას, ანუ ყველა ლექცია, გამოცდა და ა.შ. მაქვს კორეულ ენაზე, შესაბამისად, პირველი ლექციიდან გამოქცევა მინდოდა სახლში, ხალხის პრეზენტაციებს რომ შევხედე. თუმცა სწრაფად ვითვისებ ყველაფერს და მალევე შევეჩვიე.

– რით განსხვავდება ქართული და სამხრეთ კორეული უმაღლესი განათლების სისტემები?

ეს საკმაოდ დიდი თემაა და ბევრის თქმა შეიძლება. მთავარი განსხვავება ისაა, რომ აქ ბევრად უფრო სიმკაცრე და მაღალი კონკურენციაა… თითო ქულაზეც კი ერთმანეთს კლავენ.

– სწავლის გარდა, რით ხარ დაკავებული?

სწავლის გარდა დაკავებული ვარ საქველმოქმედო ღონისძიებებში თარჯიმნობით, ტელევიზიით, რამდენიმე გადაცემაში ვიღებ მონაწილეობას, ვასწავლი ბაღსა და სკოლაში ინგლისურს. ასევე ვვარჯიშობ ფიტნესს დარბაზში და დავდივარ ბოქსზე.

– რა მოგწონს კორეული ცხოვრების სტილში და რას ვერ შეეგუე დღემდე?

აქ ცხოვრების ძალიან სწრაფი ტემპია. ე.წ. „პალი პალი“ კულტურა, ანუ სწრაფ-სწრაფად უნდა ქნა ყველაფერი, თორე ჩამორჩები და ვერაფერს მიაღწევ. ეს სისწრაფე და დაძაბულობა ხშირად დამთრგუნველია.

– ​ვლოგის წარმოება როდის დაიწყე და რატომ?

რამდენიმე თვის წინ დავიწყე. ვლოგი გათვლილი იყო ძალიან მცირე წრეზე, ბავშვებსა და ზრდასრულ ადამიანებზე, ვისაც კორეული კულტურა ისე ძალიან უყვართ, როგორც მე მიყვარდა წამოსვლამდე. ბევრი კითხვაც შემოდიოდა და ჩემი გრაფიკის გამო, ცალ-ცალკე ვერ ვპასუხობდი. გადავწყვიტე საერთო ვიდეო ჩამეწერა და ამეტვირთა. ამდენი ადამიანის შემოსვლას ნამდვილად არ ველოდებოდი და ერთი მოწონებაც არ მითხოვია, არასდროს.

– პირად ცხოვრებასა და კორეაში შეძენილ მეგობრებზე რა შეგიძლია გვითხრა?

ძალიან ბევრი მეგობარი მყავს აქ! კორეელი თუ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. ვსაუბრობ რუსულად, ინგლისურად და კორეულად თავისუფლად, რაც მეხმარება იმაში, რომ ენის ბარიერი გადავლახო და კომუნიკაცია შევძლო ბევრი ქვეყნის წარმომადგენელთან.

– რა მოგცა სამხრეთ კორეაში გატარებულმა წლებმა?

ოცნება ავიხდინე. ამასთან, ჩემი შესაძლებლობების რეალიზაციას მგონია, რომ აქ შევძლებ.

– რას გეგმავ სწავლის დასრულების შემდეგ?

სწავლის დასრულების შემდეგ მინდა კარგი სამსახური, როგორც ყველას, ოღონდ მე კორეაში.

ავტორი: ნათია ზარიძე

6,597 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში