უფასო საზაფხულო პროექტი სტუდენტებისთვის – “ხელოვნების გზით 2019”

საინტერესო ფაქტები

თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრი ,,იმპულსი”, ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ანხორციელებს ინოვაციურ პროექტს ,,ხელოვნების გზით 2019″, რომელიც ჩატარდება „ეკო ჰაუს ბაკურიანში“.

ახალგაზრდული პროგრამების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

მონაწილეობა შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ ნებისმიერ მსურველს18 წლის ზემოთ, ვისაც აქვს სურვილი მიიღოს გარკვეული გამოცდილება ხელოვნების სფეროში.

პროექტში მონაწილეობის მიღება უფასოა, ხოლო ადგილების რაოდენობა შეზღუდული.

ბანაკ „ხელოვნების გზით 2019“ იქნება დაყოფილი ოთხ მიმართულებად, ესენია:

  • ქორეოგრაფია (თანამედროვე და ფოლკლორი);
  • თეატრალური ხელოვნება;
  • ხელნაკეთი ნივთების დამზადება;
  • არტმედია;

ბანაკი ტარდება ორ ნაკადად:
I ნაკადის თარიღი: 30/08/2019 – 02/09/2019
II ნაკადის თარიღი: 02/09/2019 – 05/09/2019

სასურველი ნაკადისა და მიმართულების ასარჩევად გადადით ბმულზე.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე, რომელიც ჩატარდება 27 აგვისტოს 11:00 საათიდან ქ.თბილისში, ივ.ჯავახიშვილის 88, სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციულ და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯში.

დარეგისტრირებული პირები მიიღებთ შეტყობინებას.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები