ფილიპინელმა სტუდენტმა გამოსაშვებ ღონისძიებაზე დედის მუყაოს ფიგურა მიიტანა

საინტერესო ფაქტები

გაზვიადების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედა-შვილს შორის ურთიერთობა განსაკუთრებული ფენომენია და ამ კავშირის დარღვევა იშვიათად თუ ხდება. ამის დასტურს ფილიპინელი სტუდენტის, პაულო ჯონის ქმედებაც წარმოადგენს.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

პაულომ თავის “ტვიტერზე” გააზიარა ფოტო, სადაც გამოსაშვებ საღამოზე დედასთან ერთადაა. განსაკუთრებული ფაქტი კი ის არის, რომ ფოტოზე გამოსახული ქალი მუყაოს ქაღალდზე შესრულებული პლაკატია. გამომდინარე იქიდან, რომ პაულოს დედა გარდაცვლილი ჰყავს, მან გადაწყვიტა ასეთი ფორმით დაესწრო საყვარელი დედა მისთვის მნიშვნელოვან ცერემონიაზე.

“ჩემი ყველაზე ლამაზი დედა! დე, თქვენმა უფროსმა შვილმა სწავლა დაამთავრა. იმედი მაქვს, რომ ბედნიერი ხარ. სკოლა დავამთავრე, რადგან ეს  იყო შენი ყველაზე დიდი სურვილი. ძალიან მიყვარხარ”, – წერს თავის გვერდზე ფილიპინელი სტუდენტი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები