ვაკანსია მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე

დასაქმება

კომპანია „ფოლადის სახლი”, ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი თრეიდერი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

მარკეტინგის მენეჯერის ძირითადი მოვალეობაა:

  • მოკლე და გრძელვადიანი მარკეტინგული გეგმის შემუშავება;
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება დაანალიზი;
  • კომპანიის საიმიჯო მასალების შექმნაზე მუშაობა;
  • მარკეტინგული აქტივობების ბიუჯეტირება და განხილვა კომპანიის ხელმძღვანელობასთან;
  • დანახარჯების ყოველთვიური აღრიცხვა და კონტროლი;
  • კომპანიის ბეჭდვითი მასალების დიზაინისთვის ბრიფის შემუშავება და რედაქტირება;
  • გაყიდვების მხარდაჭერა, აქციების დაგეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
  • კონკურენტების საქმიანობის მონიტორინგი და კონკურენტების პროდუქციის ანალიზი (კონკურენტების ანალიზი);
  • კომპანიის სოციალური ქსელებისა და ვებ-გვერდის მართვა-ადმინისტრირება;
  • ფოტოგადაღება;
  • შესრულებულ სამუშაოზე და სამოქმედო გეგმებზე ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა ხელმძღვანელობისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, მათ შორის გრაფიკული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
    კრეატიული;
  • კარგი მეტყველებითი და წერითი უნარები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირება;
  • დეტალებისადმი ყურადღება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი – სამგორის რაიონი, რკინიგზის სადგურ “ლილო”-ს მიმდებარედ 05/053

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)

ბენეფიტები:

  • კვება
  • ტრანსპორტირება
  • სატელეფონო ლიმიტი

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge 2019 წლის 10 სექტემბრამდე.

გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები