11 მაღალანაზღაურებადი საოცნებო სამსახური, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ

მხიარული ინფო

რა გახსენდებათ პირველად, როცა გესმით ფრაზა „მაღალანაზღაურებადი სამსახური“? ბანკირი, ადვოკატი  და მსგავსი პროფესიები? კი, რა თქმა უნდა, ეს არაჩვეულებრივია, მაგრამ მათთვის, ვისაც ეს სტანდარტული სფეროები აინტერესებს. დანარჩენებისთვის კი უფრო არაორდინალური სამუშაოც გამოიძებნება, რომლებიც საერთოდ არ ჰგავს ტიპურ სამსახურებს.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

მაშ ასე:

1. კროსვორდის კონსტრუქტორი – კროსვორდის შევსების დროს გამოუცნობი პასუხის გამო რამდენჯერ  გაბრაზებულხართ და გიფიქრიათ, რომ ამას თვითონ უკეთესად გააკეთებდით. ჰოდა, სცადეთ და გაითვალისწინეთ, რომ ეს არც ისე დაბალანაზღაურებადი საქმეა.

2. ტრიუკების შემსრულებელი – ეს შემოთავაზება მხოლოდ რისკის მოყვარულებისთვისაა, რომლებსაც ადრენალინის შეგრძნება იზიდავთ და თვითონაც დიდი ენთუზიაზმით უყურებენ შოუებს, რომელთა გმირები მოტოციკლეტით არნახულ სანახაობებს  დგამენ.

3. დისნეის გმირი – თუ ბავშვები და ზღაპრები გიყვართ, შეგიძლიათ თვითონვე იქცეთ დისნეის პერსონაჟად და პატარები  თქვენ მიერ შექმნილ ზღაპრულ სამყაროში ამოგზაუროთ.

4. ნაყინის დეგუსტატორი – წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ფულს ნაყინის დაგემოვნებაში გიხდიან. ახლა გაიაზრეთ, რომ ეს რეალურია და დარწმუნდით, რომ ასეთი სამსახური მართლა არსებობს, თუმცა მხოლოდ ერთეულებისთვის.

5. ვიდეო თამაშების ოსტატი – თუ დღედაღამ ვიდეო თამაშებს უსხედხართ და ამის გამო ოჯახში პრობლემები გაქვთ, შეგიძლიათ, ახლობლები დაამშვიდოთ, რადგან  ამ ჰობიდან სარგებლის მიღება რთული არაა. მთავარია, არ მოტყუვდეთ და დარეგისტირებამდე  საიტები კარგად შეისწავლოთ.

6. გამხმოვანებელი – თუ სასიამოვნო ხმის ტემბრი გაქვთ, შეგიძლიათ ის კარიერის აწყობაში გამოიყენოთ და ფილმების ან ანიმაციების გახმოვანება სცადოთ

7. დირიჟაბლის პილოტი – ადამიანი, რომელიც პატარა დირიჟაბლს მართავს წელიწადში, საშუალოდ, 24-70 ათას  დოლარს გამოიმუშავებს. ამისთვის კი პილოტის ლიცენზიაა საჭირო.

8. კუნძულის დარაჯი – წარმოიდგინეთ, 6 თვე ისვენებთ ტროპიკულ კუნძულზე,  ირუჯებით, ხართ სრულ სიმშვიდეში და ამაში ფულს გიხდიან. ეს კუნძულის დარაჯის საქმიანობაა.

9. ჰუმანური ჰაკერი – ესაა ადამიანი, რომელსაც კომპანიები სკუთარი სისტემის დასაჰაკად ქირაობენ, რათა მან გატეხვა და სისუსტეების აღამოჩენა სცადოს. ასე, რომ თუ ჰაკერობა გიზიდავთ, შეგიძლიათ, ეს ლეგალურად გააკეთოთ.

10. სათამაშოების დიზაინერი – თუ სათამაშოებით თამაშის დრო დასრულდა, იქნებ მათ შექმნაზე იფიქროთ? კრეატიული სათამაშოების დიზაინების შექმნაში შესაძლოა, წელიწადში 40 ათას დოლარზე მეტი გამოიმუშავოთ

11. ლოზუნგების მწერალი – თუ ერთ ხაზში აზრის შთამბეჭდავად გადმოცემა შეგიძლიათ, მაშინ ლოზუნგების წერა თქვენი ძლიერი მხარე გახდება.​

წყარო: jobtradition

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები