სად და როდის უნდა ავიღოთ სტუდენტური ID ბარათი და სტუდენტური სამგზავრო ბარათი?

სასარგებლო რჩევები

სად უნდა ავიღო სტუდენტური ID ბარათი?

სტუდენტური ID ბარათის მისაღებად უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლს.

ვის შეუძლია მიიღოს სტუდენტური ID ბარათი?

სტუდენტური ID ბარათის მიღება შეუძლიათ „აქტიური“ სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე.

ვარ სტუდენტი. რა შემთხვევაში ვერ ავიღებ სტუდენტურ ID ბარათს?

სტუდენტურ ID ბარათს ვერ აიღებთ, თუ სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ან შეწყვეტილი გაქვთ.

როდიდან შევძლებ სტუდენტურ ID ბარათის აღებას?

როგორც კი იუსტიციის სახლს განათლების სამინისტრო მიაწოდებს სტუდენტის სტატუსის მქონე პირთა სიას.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

სად უნდა ავიღო სტუდენტური სამგზავრო ბარათი (Student Card)?

საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში ან ონლაინ გვერდის დახმარებით.

რა არის საჭირო იმისთვის რომ მივიღო სტუდენტური სამგზავრო ბარათი?

როგორც წესი ბარათის მისაღებად საჭიროა თქვენი პირადობის მოწმობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

როდიდან შევძლებთ ბარათის მიღებას?

როგორც კი ხელშეკრულების საფუძველზე ჩაირიცხებით უმაღლეს სასწავლებელში, დაიწყება სწავლა და სასწავლებლები განახლებულ სტუდენტთა ბაზებს მიაწვდიან ბანკს.

გარდა მგზავრობისა, რაში გამოვიყენებ სტუდენტურ ბარათს?

იხილეთ ბმულზე სად და რისთვის უნდა გამოიყენოთ სტუდენტური ბარათი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები