Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

უცხოელ სტუდენტებს სწავლის დასრულების შემდეგ დიდ ბრიტანეთში ორი წლით დარჩენის უფლება ექნებათ

უცხოელ სტუდენტებს სწავლის დასრულების შემდეგ დიდ ბრიტანეთში ორი წლით დარჩენის უფლება ექნებათ
September 11
16:52 2019

დიდ ბრიტანეთში სწავლის დასრულების შემდეგ უცხოელ სტუდენტებს ქვეყანაში კიდევ ორი წლით დარჩენის უფლება ექნებათ. BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

არსებული რეგულაცით, ბრიტანეთში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, სწავლის დასრულების შემდეგ სამსახურის საძებნელად მხოლოდ ოთხი თვე აქვთ გამოყოფილი. აღნიშნული კანონი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მინისტრის ტერეზა მეის დროს მიიღეს.

მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიდ ბრიტანეთში ტექნოლოგიურ, საინჟინრო და მათემატიკის მეცნიერებების შემსწავლელ ფაკულტეტებზე ჩარიცხული ასპირანტების ნახევარზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ახალი წესებით, კურსდამთავრებულებს ექნებათ უფლება, ქვეყანაში დარჩნენ ორი წელი და მოძებნონ სამსახური. ამისთვის მათ უნდა წარადგინონ სანდო ბრიტანული უნივერსიტეტის დიპლომი.

დიდ ბრიტანეთში ამჟამად სულ 450 000 უცხოელი სტუდენტი ცხოვრობს.

66 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
September 2019
M T W T F S S
« Aug   Oct »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30