ვაკანსია სტუდენტებისთვის USA2GEORGIA-ში

დასაქმება

USA2GEORGIA აცხადებს ვაკანსიას კომპანიის ფილიალში ქოლ ცენტრის ღამისა და დღის ცვლის ოპერატორის რეზერვის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი.

სამუშაო გრაფიკი: კვირა 9:00-21:00 მუდმივად; საჭიროეის შემთხვევაში (შვებულებების დროს) ღამის ცვლის ოპერატორის შეცვლა.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   
პირობები:

  • USA2GEORGIA-ში ჩვენ შევქმენით ისეთი სამუშაო გარემო, სადაც ფასდება შრომისმოყვარეობა, კოლეგიალურობა და პროფესიული განვითარების მოტივაცია.
  • თუ ხართ კეთილსინდისიერი, თავაზიანი და კომუნიკაბელური ადამიანი;
  • თუ გსურთ, დასაქმდეთ ისეთ სტაბილურ და მზარდ კომპანიაში, როგორიც არის USA2GEORGIA;
  • თუ გჭირდებათ ფინანსური დამოუკიდებლობა ან დამატებითი შემოსავალი;
  • თუ ეხლა იწყებთ ან გაქვთ სურვილი, შეიცვალოთ სამუშაო პერსპექტივა;
  • გეძლევათ შესაძლებლობა, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს.

კლიენტთა მომსახურების ოპერატორის ძირითადი მოვალეობებია:

  • მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა (მომსახურების პირობების მიხედვით);
  • მომხმარებლებისთვის კომპანიაში არსებული სერვისების გაცნობა;
    კომპანიაში არსებული მომხმარებლის მომსახურების სტანდარტის მკაცრად, ზედმიწევნით დაცვა;
  • ტელეფონსა და დღის განმავლობაში შემოსულ მეილებზე პასუხის გაცემა.

საჭირო ცოდნა და უნარები:

  • სავალდებულოა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა.

განათლება:

უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

ჩვენი შემოთავაზებით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@usa2georgia.com 2019 წლის 2 ოქტომბრამდე.

გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები