რომელი საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ სტუდენტური სამგზავრო ბარათით სარგებლობა

კატეგორიის გარეშე

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ჩვენს ვებგვერდს – studinfo.ge – არაერთი კითხვა შემოსდის სტუდენტურ ბარათთან დაკავშირებით. პირველკურსელებს და არა მხოლოდ მათ, აინტერესებთ სად და როდის შეძლებენ სტუდენტური ბარათის აღებას, რაში შეუძლიათ ამ ბარათის გამოყენება და გარდა ბაკალავრებისა ეძლევათ თუ არა ის მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საფეხურზე მყოფ სტუდენტებს?

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

როგორც მოგეხსენებათ, სტუდენტებმა აღნიშნული ბარათის ასაღებად საქართველოს ბანკის ფილიალებს უნდა მიაკითხონ ან ონლაინ გვერდის დახმარებით შეუკვეთონ ის. როგორც ბანკში განმარტავენ, სტუდენტური ბარათით სარგებლობის უფლება აქვს ყველა საფეხურის (ბაკალავრი, მაგისტრატურა, დოქტურანტურა) სტუდენტს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განაცხადის შეტანისას ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს უნდა უფიქსირდებოდეს სტუდენტის სტატუსი, სხვა შემთხვევაში სტუდენტზე სტუდენტური ბარათი არ გაიცემა.

შეგახსენებთ, რომ სტუდენტური ბარათით შეგიძლიათ გადაიხადოთ მგზავრობის საფასური ნებისმიერ ტრანსპორტში, თუმცა სტუდენტებისთვის განკუთვნილი მგზავრობის შეღავათიანი საფასურით (20 თეთრი) ისარგებლებთ მხოლოდ ავტობუსებსა და მეტროში.

ამავე თემაზე იხილეთ:

სად და როდის უნდა ავიღოთ სტუდენტური ID ბარათი და სტუდენტური სამგზავრო ბარათი?

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები