Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

რომელი უცხოენოვანი ფილმები იბრძოლებენ წელს ოსკარზე გამარჯვებისთვის

რომელი უცხოენოვანი ფილმები იბრძოლებენ წელს ოსკარზე გამარჯვებისთვის
October 08
14:58 2019

ოსკარების დაჯილდოების ისტორიაში განსაკუთრებული ნომინაცია უცხოენოვანი ფილმებისთვის 1956 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ამ ნომინაციის ფარგლებში ისეთი ცნობილი ფილმები დააჯილდოვეს, როგორებიცაა ველოსიპედების გამტაცებლები (1949), ყველაფერი დედაჩემის შესახებ (1999) თუ რომა (2019).

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

აკადემიის წევრებმა შარშან განაცხადეს, რომ 2020 წელს ოსკარების 92-ე დაჯილდოებაზე ამ ნომინაციის სახელწოდება შეიცვლებოდა და მას საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის კატეგორია ეწოდა. როგორც ამბობენ, სიტყვა უცხო (ენოვანი) დანარჩენ სამყაროს ამერიკული კინოსამყაროსგან ძალიან გამოყოფილად წარმოაჩენდა, ამიტომ მათ ის საერთაშორისოთი ჩაანაცვლეს.

წელს ამ ნომინაციაში სიახლე კიდევ ისაა, რომ უპრეცენდენტოდ ბევრი ქვეყნის კინოსურათი იბრძვის საუკეთესოს ტიტულისთვის: მანამდე 2017 წელს იყო 92 ქვეყნის ამდენივე ფილმი რეკორდული მაჩვენებელი, წელს კი 93-მა ქვეყანამ გააგზავნა საუკეთესოდ მიჩნეული ერთი ეროვნული ფილმი. მათ შორის, წელს მონაწილეობას პირველად იღებენ განა, ნიგერია და უზბეკეთი.

რაც შეეხება დარჩენილ მონაწილეებს, მათი სრული სიაც ცნობილია. ამ ნომინაციაში მოსახვედრად საქართველოდან დიმიტრი ცინცაძის მიერ აგვისტოს ომზე გადაღებული ფილმი შინდისი გაიგზავნა. ფინალისტების სიაში მოსახვედრად წელს ქართულ სურათს კონკურენციას გაუწევენ უკვე კანისა და სხვა პრესტიჟული კინოფესტივალის ისეთი ტრიუმფატორი ფილმები, როგორებიცაა პედრო ალმოდოვარის ტკივილი და დიდება (ესპანეთი), ჯუნ ჰო ბონგის პარაზიტი (სამხრეთ კორეა) და ლადი ლუს საბრალონი (საფრანგეთი).

93 ქვეყნისა და მათ მიერ წარდგენილი ფილმების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

10 ფილმი, რომელიც 2020 წლის საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ფინალისტებს შორის მოხვდება, 16 დეკემბერს გახდება ცნობილი. ოსკარების 92-ე დაჯილდოების დარჩენილი ნომინაციები 13 იანვარს გამოცხადდება, თავად ცერემონიალი კი 9 თებერვალს ჩატარდება.

წყარო: on.ge

57 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში