Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

GIPA-ს ლექტორმა სტუდენტებს ლექცია რომაული სამოსით აღჭურვილმა ჩაუტარა

GIPA-ს ლექტორმა სტუდენტებს ლექცია რომაული სამოსით აღჭურვილმა ჩაუტარა
October 09
11:53 2019

GIPA-ს სტუდენტებს საქართველოს ისტორიის ლექციაზე სიურპრიზი დახვდათ – ლექტორი ნიკა ხოფერია, რომელიც მათ ამ საგანში ლექციებს უკითხავთ, რომაული საბრძოლო სამოსით იყო აღჭურვილი. თავად ნიკა ამბობს, რომ რომის ისტორია მისი ერთ-ერთი “სუსტი წერტილია” და მას ისტორიის ეს ნაწილი ყველაზე მეტად უყვარს.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

“ამ სემესტრში საქართველოს ისტორიას ვასწავლი სტუდენტებს GIPA-ში. მივადექით პომპეუსის იბერიულ ლაშქრობას და შესაბამისად, დიდი რომაული ამბებიც გვქონდა დღევანდელ ლექციაზე, რომელიც რომაელების აღმოსავლეთში გამოჩენის და მათი კავკასიის ხალხებთან ურთიერთობების თემას შეეხებოდა.

დიდი ხანია მინდოდა მსგავსი ლექციის მოწყობა და იდეას ხორცი შევასხი ჩემი მეგობრის, გამორჩეული ნეოკლასიცისტი მხატვრისა და რომის ისტორიის დიდი მოყვარულის, ბრუნო ვეფხვაძის დახმარებით, რომელიც ყოველთვის ენთუზიაზმით ხვდება ასეთ ამბებს”,- აღნიშნა ნიკა ხოფერიამ.

საქართველოს ისტორიის აღნიშნული ლექცია დატვირთული იყო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილით. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი თვალით ენახათ I-II საუკუნეების რომაული აღჭურვილობის მთავარი ნაწილები, რომლებიც ორიგინალი სამოსის ზომა-წონის იყო.

“გვქონდა I-II საუკუნეების რომაული აღჭურვილობის მთავარი ნაწილები (ნატურალური ზომა-წომის), მრავალფეროვანი სლაიდები და სცენები რომაელებზე გადაღებული რამდენიმე ფილმიდან (HBO Rome, Ben-Hur, Centurion), რომელთა ჩასმაც გარკვეული საკითხების უკეთესი აღქმისთვის მივიჩნიე საჭიროდ. ცოტა რომაული სამაგიდო თამაში Latrunculi-ც ვითამაშეთ ბოლოს”, – ამბობს GIPA-ს ლექტორი.

ნიკა ხოფერია იმედოვნებს, რომ სტუდენტებს ეს ლექცია მოეწონათ და მოუწოდებს მათ, რომ არ გააცდინონ შემდეგი ლექციები, რადგან “დესერტები” წინ ელით.

იხილეთ ფოტოები

4,418 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2019
M T W T F S S
« Sep    
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031