Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

საქართველოში პირველად გაიმართება ხაჭაპურის ფესტივალი – დასწრება თავისუფალია

საქართველოში პირველად გაიმართება ხაჭაპურის ფესტივალი – დასწრება თავისუფალია
October 14
10:35 2019

სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) გიწვევთ საქართველოში პირველ ხაჭაპურის ფესტივალზე. ღონისძიებაზე თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ ყველა სახეობის უგემრიელესი ხაჭაპური და დაესწაროთ ცნობილი შეფ-მზარეულების მასტერ-კლასებს. ასევე შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ხაჭაპურის კონკურსში, სადაც გამარჯვებულებს სპეციალური საჩუქრები გადაეცემათ.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

ხაჭაპურის ფესტივალზე ასევე გელით:

  • 3 მეტრიანი გებჟალიის მასტერკლასი და დაგემოვნება
  • 4-მეტრიან მაყალზე შემწვანი ხაჭაპური
  • მეგრული სამზარეულოს უგემრიელესი ნაწარმის
  • დეგუსტაცია
  • გასტრონომიის ასოციაციის მიერ UNESCO-ში წარდგენილი
  • ხაჭაპურის პროექტი და ხაჭაპურის ისტორია
  • ეთნო და ფოლკლორული მუსიკა
  • გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის
  • ეკოლოგიურად სუფთა და უნიკალური ადგილობრივი
  • პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა (თაფლი, ყველი, თხილი და სხვა.)

დასწრება თავისუფალია!

თბილისიდან ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია.

ხაჭაპურის ფესტივალი წარმოადგენს ერთდღიან გასტრონომიულ ღონისძიებას, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ორგანიზებით, და USAID პროექტი “ზრდას”, რეგიონული ხელისუფლების, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და რუხის სავაჭრო ცენტრის მხარდაჭერით, 2019 წლის 19 ოქტომბერს, რუხში (რუხის სავაჭრო ცენტრში) გაიმართება. ფესტივალი მიზნად ისახავს რეგიონული ტურიზმის მხარდაჭერას, ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ტურისტული დანიშნულების ადგილების პოპულარიზაციას და ტურიზმში ჩართული მხარეების/ადგილობრივი მეწარმეებისთვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. ღონისძიების მიზანია ასევე საქართველოსა და ქვეყნის ერთ-ერთი პოპულარული პროდუქტის – ხაჭაპურის – პოპულარიზაცია.

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ კონკურსი სხვადასხვა სახეობის ხაჭაპურის მომზადებაში (მეგრული, იმერული, აჭარული, გურული, რაჭული, სვანური, მესხური, ქისტური, ოსური, თუშური), რის შედეგადაც ჟიურის წევრების მიერ საქართველოს გასტრონომიულ ასოციაციასთან ერთად გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ადგილობრივი პროდუქტები და კერძები (ელარჯი, აჯიკა და სხვა კერძები, ხელნაკეთი ნივთები), ბავშვების კუთხე მათზე მორგებული გასართობი პროგრამით, ასევე ცოცხალი მუსიკა (დღის განმავლობაში ადგილობრივი მუსიკალური ბენდების მონაწილეობით).

ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდება.

178 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში