Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

თსუ სტუდენტებს მოუწოდებს – “არ ისარგებლოთ LMS.TSU.GE-ს მობაილ აპლიკაციით”

თსუ სტუდენტებს მოუწოდებს – “არ ისარგებლოთ LMS.TSU.GE-ს მობაილ აპლიკაციით”
October 15
14:45 2019

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საკუთარ ოფიციალურ ფბ-გვერდზე სტუდენტებს გაფრთხილებით მიმართავს. თსუ-ის მიერ გავრცელებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

“სტუდენტთა საყურადღებოდ გატყობინებთ, რომ აღმოჩენილია LMS.TSU.GE-ს არალეგალური მობაილ აპლიკაცია, რომელიც განთავსებულია Google Play-სა და App Story-ზე.

აღნიშნული აპლიკაცია არ ეკუთვნის უნივერისიტეტს. გთხოვთ, არ გადმოტვირთოთ აპლიკაცია მობილურ ტელეფონში და არ შეიყვანოთ თქვენი პირადი მონაცემები.

უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მუშაობს აღნიშნული საკითხის გარკვევაზე”, – ნათქვამია თსუ-ის ოფიციალურ განცხადებაში.

განცხადებიდან ირკვევა, რომ თსუ-ის ელექტრონულ ბაზაზე, რომელშიც ასახულია სტუდენტების პერსონალური მონაცემები და გამოცდებისა თუ სემინარების შედეგად მიღებული ქულები, გაურკვეველ პირს/პირებს აქვთ მასზე წვდომა.

სტუდენტების ინტერესის საგანს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თუ უნივერსიტეტმა თავად არ დაუკვეთა ამ აპლიკაციის შექმნა, მაშინ ვის აქვს წვდომა თსუ-ის სერვერზე და როდიდან არის ეს ინფორმაცია ცნობილი.

გთავაზობთ სტუდენტების შეფასებებსაც:

“ერთი კარგი გაკეთდა უნისთვის და ეგეც ჰაკერებმა გააკეთეს?”

“კი მიკვირდა ცხრილი ეგეთი უცნაურად რატომ წერია-მეთქი. ისე კარგი აპლიკაციაა, მოსახერხებელი. დაამუშავეთ და გაასწორეთ სისტემა.”

“თუ ეგრეა, აპლიკაციის შემქმნელს საიდან აქვს წვდომა უნივერსიტეტის სერვერზე? ჩემი პერსონალური მონაცემები, ფინანსური მდგომარეობის ჩათვლით, როგორ არის ხელმისაწვდომი გარეშე პირისათვის?”

“როდის გაიგეთ? დახურულ ჯგუფებში კრიტიკულ და თუნდაც შეურაცხმყოფელ კომენტარებს უფრო მარტივად ხედავთ, ვიდრე უნივერსიტეტის მთავარ სერვერზე ჰაკერულ თავდასხმას.”

186 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში