UNESCO ახალგაზრდებისთვის ფოტოკონკურსს აცხადებს

კონკურსები

პროექტის „აბრეშუმის გზა – დიალოგი, მრავალფეროვნება და განვითარება“, ფარგლებში, UNESCO აცხადებს ღია ფოტოკონკურსს თემაზე „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

წლევანდელი კონკურსის მთავარი თემაა „აღმოაჩინე აბრეშუმის გზა“. ნამუშევრები უნდა ეხებოდეს აბრეშუმის გზის ქვეყნების სამზარეულოსა და კვების მრეწველობას, ტრადიციულ სპორტსა და თამაშებს, მუსიკასა და ცეკვას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს ორ ასაკობრივ კატეგორიად 14-დან 17 წლამდე და 18-დან 25 წლამდე.

ნამუშევრების მიღება წარმოებს 2020 წლის 6 იანვრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია კონკურსისა და მასში მონაწილეობის პირობების შესახებ განთავსებულია დანართებში.

დანართი 1

დანართა 2

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები