Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ვაკანსიები სტუდენტებისთვის

ვაკანსიები სტუდენტებისთვის
October 20
10:10 2019

1. შპს “ჯეოსტარი” აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის თანამდებობაზე ბუღალტერიის განყოფილებაში.

მდებარეობა: სამგორი, ნადარეიშვილის 4.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი ტექნიკური განათლება (შესაძლებელია იყოს მე-2-4 კურსის სტუდენტი);
საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის;
პირველად დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
კომუნიკაციის უნარი;
მოტივირებული, მიზანდასახული;
გუნდური მუშაობა;
მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობა: მონაცემების აღრიცხვა-კონტროლი.

მუშაობის პერიოდი: 15:00 საათიდან 20:00 საათამდე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე ელფოსტაზე: office-manager@geostar.ge მიმდინარე წლის 10 ნოემბრამდე და აუცილებლად მიუთითონ პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

2. ბუტიკური ტიპის სასტუმრო “History Hotel Tbilisi” რომელიც მდებარეობას თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

სტუმრების მიღება/განთავსება
სტუმრებთან ფულადი ანგარიშსწორების წარმოება
სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა
სასტუმროს შიდა ინფორმაციულ სისტემაში აღრიცხვის წარმოება
სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება

პროფესიული მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ან სტუდენტი
სამუშაო გამოცდილება სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე სასურველია
ქართული, ინგლისური, რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (საუბარი, წერა, კითხვა. სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (პრიორიტეტი Excel)
სასტუმრო ბიზნესის და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა

სამუშაო გრაფიკი 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი ცვლა
ანაზღაურება: 300-350 ლარი

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელ ფოსტის მისამართზე: ghgtbilisi@gmail.com მიმდინარე წლის 11 ნოემბრამდე და სათაურში მიუთითოთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

3. შპს “ჭრელი აბანო” აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის თანამდებობაზე

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დღე
ანაზღაურება: 700 ლარი (ზრდის პერსპექტივით)

ფუნქცია-მოვალეობები:

დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, დავალებების გონივრულად გადანაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი;
თანამშრომლებისთვის სათანადო მითითებების მიწოდება და/ან მათი ინსტრუქტაჟი, აღნიშნული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;
მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი;
ონლაინ ჯავშნების კონტროლი;
რეცეფციის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
სამუშაო გრაფიკების შექმნა და თანამშრომლების დასწრების კონტროლი;
ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
MS Office-ის ცოდნა;
პრობლემური სიტუაციების სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: info.chreliabano@gmail.com მიმდინარე წლის 16 ნოემბრამდე და სათაურის ველში – “Subject” აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

218 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში