ქუთაისის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტები ჰელოუნის წვეულებაზე

მხიარული ინფო

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰელოუნის სტუდენტურ წვეულებაზე ზოგიერთი სტუდენტი კუ კლუქს კლანის წევრებისა და ადოლფ ჰიტლერის ფორმებით მივიდნენ.

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

მათი ფოტოები უნივერსიტეტის ფეისბუკგვერდზე გავრცელდა. ფოტოებზე ჩანს, რომ რამდენიმე სტუდენტი “ჰიტლერთან ერთად” ერთად ნაცისტურ მისალმებასაც აკეთებს, რაც ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში დანაშაულად მიიჩნევა.

უნივერსიტეტის ფეისბუკზე კუ კლუქლ კლანელების გამოჩენას კრიტიკა მოჰყვა. კუ კლუქს კლანელები აშშ-ში თეთრკანიანების უპირატესობის მოთხოვნით გამოდიან. ამ რასისტულ მოძრაობას უკავშირდება ლინჩით წესით გასამართლება. გარდა ამისა, ამ გაერთიანებას უკავშირდება ფერადკანიანი ადამიანების დევნა და მკვლელობა.

წყარო: on.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები