Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის

ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის
November 14
12:02 2019

29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე ყვარელში (იუსტიციის სასწავლო ცენტრი) იმართება ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის. ბანაკის ორგანიზატორია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის პროექტის’’ ფარგლებში ხორციელდება.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

ბანაკის მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ ახალგაზრდებში STEAM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება-დიზაინი, მათემატიკა) შესახებ ცნობადობის ამაღლებას, რათა მათ უკეთ შეძლონ კარიერის დაგეგმვა და აქტივობები მიმართონ STEAM-თან დაკავშირებულ ინოვაციურ პროდუქტებზე სამუშაოდ.

ოთხდღიანი ბუთქემფის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეიძინონ ცოდნა ინფორმაციული ტექნოლოგიების, STEAM-თან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევებისა და კორპორაციული თუ სამეწარმეო უნარ-ჩვევების შესახებ.

ლექციები ძირითადად დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის, რობოტიქსის, ინტერნეტის, ფინტექის საკითხებს. ადგილობრივი და უცხოელი გამოცდილი მენტორების დახმარებით სტუდენტები გუნდურად იმუშავებენ ინოვაციური ტექნოლოგიური იდეების შექმნაზე.

პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ესენია: ოლდრიჯის მეწარმეობის ინსტიტუტი, ჯეოლაბი, ინოვაციური განათლების ფონდი და ედისონი. ბანაკის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორი ზუმაუთი და ფაბლაბ ილიაუნი აქტიურად იმუშავებენ სტუდენტებთან იდეების ხელშესახებ „პროდუქტად“ გარდასაქმნელად.

ბანაკში საქართველოს ყველა რეგიონის 30 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. ისინი შეირჩევიან ბიზნესის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამებიდან.

ბანაკში მონაწილეობა უფასოა, სრულად უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება თბილისიდან, კვება, განთავსება, ბანაკის პროგრამული ნაწილი.

მონაწილეები შეირჩევიან მათი გამოცდილებისა და მოტივაციის საფუძველზე.

ვის შეუძლია მონაწილეობა:

  • საქართველოს რომელიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოქმედ სტუდენტებს.
  • ვინც სწავლობს ბიზნესის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების ან ელექტრული ინჟინერიის პროგრამაზე.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: zoomout@iliauni.edu.ge

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 18 ნოემბერი

რეგისტრაცია სავალდებულოა!

58 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2019
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930