Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ვაკანსია სტუდენტებისთვის – დისტანციური ბანკირი

ვაკანსია სტუდენტებისთვის – დისტანციური ბანკირი
November 16
10:10 2019

საქართველოს ბანკის სატელეფონო სერვის ცენტრში დისტანციური ბანკირის და დისტანციური გაყიდვების ბანკირის პოზიციებზე ვაცხადებთ ვაკანსიებს:

რას ვსაქმიანობთ ჩვენ?

მომხმარებლებს სატელეფონო და დისტანციური საკომუნიკაციო არხებით ვემსახურებით უწყვეტ რეჟიმში, ვთავაზობთ საბანკო პროდუქტებს და ვახორციელებთ საბანკო ოპერაციებს.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

ვის ვეძებთ?

ყველას – განურჩევლად წინა სამუშაო გამოცდილებისა, სპეციალობისა და ენების ცოდნისა.

თუ შენ:

  • გამოტივირებს სხვების დახმარება და მათთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნა;
  • თავს კომფორტულად გრძნობ სწრაფ, ცვალებად, მრავალფეროვან გარემოში;
  • ხარ კომუნიკაბელური, ღია, კეთილგანწყობილი ადამიანი;
  • დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით;
  • ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
  • გაქვს ლოგიკური აზროვნება და კარგი მეხსიერება;
  • საბაზისო დონეზე ფლობ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს;
  • გსურს საბანკო საქმიანობის გაცნობა, სტაბილური სამსახური და განვითარება;

ჩვენ გთავაზობთ:

  • 4-საათიანი სამუშაო გრაფიკი; საწყისი დარიცხული ანაზღაურება: 175-275 ლარი + ბონუსი;
  • დღის ცვლა სრული გრაფიკით (8 საათი); საწყისი დარიცხული ანაზღაურება: 350–550 ლარი + ბონუსი;
  • ღამის ცვლა – გრაფიკი: 17:00-24:00, კვირაში 1 ღამე 24:00-12:00; საწყისი დარიცხული ანაზღაურება: 350–550 ლარი + ღამის დანამატი 200 ლარი + ბონუსი;

(მაქსიმალური ანაზღაურება დისტანციური ბანკირის პოზიციის უმაღლეს საფეხურზე : 1100 ლარი + ბონუსი)

  • საბანკო პროდუქტების, პროცედურების და მომხმარებელთან
  • ურთიერთობის თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს;
  • მხარდამჭერ, განვითარებასა და სწავლაზე ორიენტირებულ მეგობრულ გარემოს.

გამოგვიგზავნე რეზიუმე და დაიწყე შენი კარიერა საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 26 ნოემბერი, 2019.

163 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2019
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930