Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა – შეუერთდი ამ დღეს საქველმოქმედო აქციით!

17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა – შეუერთდი ამ დღეს საქველმოქმედო აქციით!
November 17
10:10 2019

17 ნოემბერს მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1946 წლის 17 ნოემბერს პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

1939 წლის 28 ოქტომბერს ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პრაღაში სტუდენტებმა და მათმა პედაგოგებმა ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს ჩამოყალიბების წლისთავისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია გამართეს. ფაშისტებმა დემონსტრაცია დაარბიეს და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იან ოპლეტალი დახვრიტეს, რომლის დაკრძალვაც საპროტესტო მსვლელობაში გადაიზარდა. ოკუპანტებმა დააპატიმრეს ათობით სტუდენტი.

17 ნოემბერს, დილით ადრე, ფაშისტებმა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს, 1 200-ზე მეტი სტუდენტი აიყვანეს და საკონცენტრაციო ბანაკში დაამწყვდიეს. ცხრა აქტივისტი კი დახვრიტეს.

ორი წლის შემდეგ, 1941 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც გადაწყდა, რომ პრაღაში დაღუპულ სტუდენტთა პატივსაცემად, 17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო.

საქართველოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე 2009 წელს პირველად სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ აღნიშნა.

შეუერთდი სტუდენტთა საერთაშორისო დღეს საქველმოქმედო აქციით!

დაეხმარე ივანე ჯავახიშვილის მშობლიური სოფლის – ხოვლეს საჯარო სკოლას!

18 ნოემბერს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში გაიმართება საქველმოქმედო ღონისძიება. თსუ-ის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ადმინისტრაცის წარმომადგენლები კასპის მუნიციპალიტეტის ხოვლეს საჯარო სკოლის დასახმარებლად გამართავენ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას.

ღონისძიებაში მონაწილეობს ყველა მსურველი!

“Flea Market”-ისთვის ნივთების შეგროვება მოხდება თსუ-ის პირველი კორპუსის #213 აუდიტორიაში.

გასაყიდად შეიძლება ნებისმიერი ნივთის გამოტანა!

22 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2019
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930