ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

პატარა სასტუმრო (5 ნომრით), რომელიც მდებარეობს ავლაბრის რაიონში (“შერატონის” უკან), აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ძირითადი მოვალეობები:

სტუმრების მიღება/განთავსება;
სტუმრებთან ფულადი ანგარიშსწორების წარმოება;
სატელეფონო ზარებზე და ელექტრონულ ფოსტაზე პასუხის გაცემა;
სასტუმროს შიდა ინფორმაციულ სისტემაში აღრიცხვის წარმოება;
სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება, ხელმძღვანელის გადაწყვეტილების მიხედვით.

პროფესიული მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
სამუშაო გამოცდილება სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა (საუბარი, წერა, კითხვა). სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
სასტუმრო ბიზნესის და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: 2 დღე – 2 ღამე – ერთი 24-საათიანი ცვლა – ერთი დასვენების დღე
ანაზღაურება: თვეში 300 ლარი + პრემია გამომუშავებით.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, ელ ფოსტის მისამართზე: oasis.tbilisi@gmail.com 2019 წლის 4 დეკემბრამდე და სათაურში მიუთითოთ იმ ვაკანტური პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები