Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ბრიტანელმა სტუდენტმა, თევზის ნარჩენებისგან, პლასტმასას ალტერნატივა შექმნა

ბრიტანელმა სტუდენტმა, თევზის ნარჩენებისგან, პლასტმასას ალტერნატივა შექმნა
November 27
10:46 2019

23 წლის ლუსი ჰიუზმა შექმნა მასალა, რომელსაც ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასას ჩანაცვლება შეუძლია. მასალას, სახელად MarinaTex, უფრო კონკრეტულად, შეუძლია პროდუქტების შეფუთვებში, ან პარკებში გამოყენებული პლასტმასა ჩაანაცვლოს.

მასალის შესაქმნელად სტუდენტმა თევზის ნარჩენები გადაამუშავა და ამ პროექტით ის James Dyson-ის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელიც გახდა. ჯილდოს სახით, მან $41,000 მიიღო, იმისათვის, რომ განავითაროს პროდუქტი და მისი მასპროდუქციის გეგმა შეიმუშავოს.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

თავდაპირველად, ლუსის პროექტი თევზის ნარჩენების მართვას გულისხმობდა, რაც, ყოველწლიურად, United Nations-ის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით, 50 მილიონ ტონას შეადგენს. თუმცა, მუშაობის პროცესში ცხადი გახდა, რომ თევზის ნარჩენების გამოყენება სხვა, უფრო დიდი პრობლემის მოსაგვარებლად შეიძლებოდა.

„რაში გვჭირდება ხელოვნური პოლიმერი, როცა ის ბუნებაში ხელმისაწვდომია“, – თქვა ლუსი ჰიუზმა.

World Bank-ის ცნობით, 2016 წელს, დედამიწაზე 242 მილიონი ტონა პლასტიკური ნარჩენი გამომუშავდა. United Nations-ის ინფორმაციით კი, აქედან 100 მილიონი ტონა ოკეანეში აღმოჩნდა.

MarinaTex ბიოდეგრადირებადი მასალაა და ის 6 კვირაზე ნაკლებ დროში, ჩარევის გარეშე გადამუშავდება. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, ზოგ ქვეყანაში, პლასტმასას ალტერნატივად მიღებული Polylactic Acid-ის სახელით ცნობილი ბიოპლასტიკის გადამუშავება მხოლოდ ინდუსტრიული გზითაა შესაძლებელი. შესაბამისად, თუ 23 წლის სტუდენტის კვლევა გაგრძელდება და პროექტი MarinaTex  უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, შესაძლოა სწორედ ეს პროექტი იქცეს გლობალურ პასუხად კითხვაზე – „როგორ შევამციროთ პლასტმასას წარმოება და, შესაბამისად, როგორ გადავარჩინოთ გარემო?“

წყარო: marketer.ge

41 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2019
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930