Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

როგორია სტუდენტური სტილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ➤ ფოტოები

როგორია სტუდენტური სტილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ➤ ფოტოები
November 27
11:04 2019

რას იცვამენ სტუდენტები საქართველოში, სად ყიდულობენ ტანისამოსს და როგორ სტილს ანიჭებენ უპირატესობას? – studinfo.ge ცდილობს გაიგოს, როგორ მიჰყვებიან ქართველი სტუდენტები მოდის ტენდენციებს.

ამჯერად, ჩვენი ჟურნალისტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა და გაიგო რომელია სტუდენტებისთვის “საშოპინგოდ” ყველაზე საყვარელი ადგილები.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

თეკლა ბრეგვაძე: “ძალიან მიყვარს ნათელი ფერები, განსაკუთრებით ყვითელი. ზამთარშიც კი, როცა სხვები ძირითადად მუქი ფერებით დადიან, ეს განწყობაზეც აისახება, ამიტომ სიფერადეს არც ერთ სეზონზე არ ვღალატობ.”

სანდრო გოგიშვილი: “საშოპინგოდ ძალიან იშვიათად დავდივარ და როცა რამეს ვყიდულობ ბევრი ფიქრი არ მჭირდება, ვირგებ და ვყიდულობ – ასე მარტივად.”

❥ ელენე ცერცვაძე: “ვფიქრობ, რომ ჩემი დამოუკიდებელი სტილი მაქვს და მომწონს, როცა Hard Rock ელემენტებსაც ვიყენებ. მაღაზიებიდან გამოვარჩევდი Newyorker-ს, რომელსაც საკმაოდ მისაღები ფასები აქვს.”

რამაზ ქიზიყურაშვილი: “ჩემთვის მთავარია, რომ ტანსაცმელი, რომელსაც ვირჩევ იყოს კომფორტული. თუ არჩევანის წინაშე დავდგები, ტრენდული თუ კომფორტული, აუცილებლად კომფორტულს ავირჩევ.”

დავით ჩხაბელია: “ტანსაცმლის შერჩევისას რჩევას მეგობრები მაძლევენ, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილებას მაინც მე ვიღებ, დამოუკიდებლად. გამორჩეული ბრენდი ან მაღაზია არ მაქვს, მთავარია მომწონდეს ის, რაც მაცვია.”

სოფია გოჩელაშვილი: “ტანსაცმელი რაც უფრო ფერადია, მით უკეთეს ხასიათზე მაყენებს. სიმართლე გითხრათ, ტრენდი საერთოდ არ მადარდებს და ხანდახან მეორეულში არჩეულ ტანსაცმელსაც ვიცვამ.”

თორნიკე არჩვაძე: “გამორჩეული ბრენდი არ მაქვს, ტანსაცმელს ძირითადად ხასიათის და სეზონის მიხედვით ვირჩევ. ზამთარში თითქოს ყველაფერი მუქდება და მგონია, რომ ეს განწყობაზეც მოქმედებს.”

თამარ საბიაშვილი: “ტანსაცმელს ძალიან დაუგეგმავად ვყიდულობ ხოლმე, ასევე ძალიან ხშირად ვარ მამაჩემის და ჩემი ძმის გარდერობის სტუმარიც.”

❥ საბა სამხარაძე: “გამორჩეული ბრენდი არ მაქვს, ფერებიდან კი შავი, თეთრი და ვარდისფერი მიყვარს. ტანსაცმლის ყიდვაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებ, თუმცა მშობლის რჩევასაც ვითვალისწინებ ხოლმე.”

ლიკა ცანკაშვილი: “ფერადი ტანსაცმელი ძალიან მომწონს და ყველა სეზონზე ვცდილობ თავი ავარიდო მუქ ფერებს. კომფორტთან ერთად ჩემთვის ტრენდულობაც მნიშვნელოვანია. ”

ჯუბა ქიმაძე: “შავი ფერი მიყვარს ძალიან, როგორც ხედავთ ახლაც შავი მაცვია. მგონია, რომ უფრო გამხდარს მაჩენს, ამიტომ სხვა სეზონზეც არ ვიცვამ ფერად ტანსაცმელს.”

გვანცა დაკარგულია: “ტანსაცმლის არჩევისას მთავარია, რომ კომფორტულად მერგებოდეს, შოპინგისთვის ორ მაღაზიას გამოვარჩევდი: Zara-ს და Bershka-ს.”

ავტორი: გვანცა დევიძე

6,339 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2019
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930