მომავალ ლიდერთა სკოლა იწყებს მონაწილეთა მიღებას 2020 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

კონკურსები

GIP-ის მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS) იწყებს მონაწილეთა მიღებას 2020 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.

ELS-ის ფარგლებში საქართველოს 3 რეგიონი (სამეგრელო-ზუგდიდი, აჭარა-ბათუმი, ქვემო ქართლი-რუსთავი) და თბილისი უმასპინძლებენ ტრენინგების კურსს ცვლილებებზე ორიენტირებული, ლიდერული პოტენციალის მქონე ახალგაზრდებისთვის.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

ELS-ის მიზანია, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, მათთვის ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება და წახალისება, სოციალური და პოლიტიკური ჩართულობის კუთხით. ტრენინგების კურსი ფოკუსირდება ისეთ თემებზე, როგორებიცაა:

  • პოლიტიკური კომუნიკაცია და საარჩევნო კამპანიები;
  • სამართლიანი არჩევნების პრინციპები და ამომრჩეველთა
  • ინფორმირებულობა;
  • მედიაწიგნიერება;
  • სამოქალაქო ჩართულობა;
  • სოციალური მედიის როლი პარტიულ პოლიტიკაში;
  • ქალები ჩართულობა პოლიტიკაში და სხვ.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

მომავალ ლიდერთა სკოლა ეძებს ცვლილებებზე ორიენტირებულ, ლიდერული პოტენციალის მქონე ახალგაზრდებს – აქტივისტებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს – საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან.

აპლიკანტები:

  • უნდა იყვნენ 18-დან 35 წლამდე;
  • ჰქონდეთ გამოხატული ინტერესი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, საარჩევნო სისტემის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივიზმის მიმართ;
  • შეეძლოთ მონაწილეობა ELS-ის სესიებში 2020 წლის 25 იანვრიდან – 28 ივნისის ჩათვლით, ჩამოთვლილი ქალაქებიდან ერთ-ერთში – ზუგდიდი, ბათუმი, რუსთავი, თბილისი.

აპლიკაციის პროცესი:

იმისთვის, რომ ELS-ის შესარჩევმა კომისიამ თქვენი აპლიკაცია განიხილოს, გთხოვთ 2019 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით ელ.ფოსტაზე ELS@gip.ge გადმოგვიგზავნოთ – CV (ქართულ ენაზე) და სამოტივაციო წერილი (მაქს.200 სიტყვა), რომელიც უპასუხებს შემდეგ კითხვებს: რატომ ხართ დაინტერესებული გახდეთ მომავალ ლიდერთა სკოლის მონაწილე? რატომ არის დემოკრატიული პროცესების გაღრმავება მნიშვნელოვანი საქართველოსთვის? როგორაა შესაძლებელი დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება საქართველოში?

წარმატებულ კანდიდატებს დავუკავშირდებიან 2019 წლის 31 დეკემბრამდე.

დამატებითი დეტალები:

მომავალ ლიდერთა სკოლის ტრენინგები გაიმართება შაბათ-კვირას და მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი დაიფარება პროექტის მიერ, რათა თითოეულ მონაწილეს შეუქმნას თანაბარი პირობები და მისცეს პროექტში ჩართვის შესაძლებლობა.

მომავალ ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებში, როგორებიცაა – თემატური სამუშაო ჯგუფები, სივრცე დებატებისთვის, დემოკრატიის ახალგაზრდული ფორუმი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით: მარიამ ახალკაცი (კომუნიკაციების კოორდინატორი) info@gip.ge.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები