Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

8 ფილმი მათთვის, ვინც მოტივაცია დაკარგა

8 ფილმი მათთვის, ვინც მოტივაცია დაკარგა
November 30
10:10 2019

ყოველდღიური რუტინის ფონზე, ყველა ადამიანს სჭირდება მოტივაციის ამაღლება, პოზიტიური განწყობის შექმნა და სასიამოვნო გარემოს შექმნა. ამ ყველაფერში რამდენად დაგეხმარებით არ ვიცით, მაგრამ შემოგთავაზებთ საინტერესო ფილმებს, რომლებიც მოტივაციას ოდნავ მაინც აგიმაღლებთ.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

“ისუნთქე” – “Breathe” (2017) – ქორწილის შემდეგ რობინი და დიანა მოგზაურობაში მიდიან, სადაც რობინი ავად ხდება. დასმული დიაგნოზი – პარალიტიკური პოლიომიელითი – უკურნებელი სენი, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცს არამხოლოდ დამოუკიდებლად მოძრაობის საშუალებას ართმევს, არამედ სუნთქვის შესაძლებლობასაც, მაგრამ თავისი მეუღლისა და ახლობლების დახმარებით რობინი სრულფასოვნად ცხოვრობს და მილიონობით ადამიანის მაგალითი ხდება.

“ყველაფრის მიუხედავად” – “Mein Blind Date mit dem Leben” (2017) – რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ისტორია ახალგაზრდა ნიჭიერი ადამიანის შესახებ, რომელიც მიუნჰენის ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში სტაჟიორად მუშაობაზე ოცნებობს. მას წინ ვერაფერი დაუდგება, მათ შორის ვერც მხედველობის მოულოდნელი გაუარესება. ცოტაოდენი იღბალი, მეგობრების დახმარება და საკუთარ თავში რწმენა – მისი წარმატების რეცეპტი.

“ცხოვრება მშვენიერია” – “50/50” (2011) – ახალგაზრდა ჟურნალისტ ადამის ცხოვრება მშვენივრად მიდის: ლამაზი სახლი, საყვარელი ქალი, ერთგული მეგობარი და კარგი სამუშაო. ზურგში ტკივილის შეგრძნების შემდეგ ადამი გამოკვლევაზე მიდის, სადაც გაიგებს, რომ მას სიმსივნის იშვიათი ფორმით არის დაავადებული და გადარჩენის შანში 50/50-ზეა. ახლობლებთან ერთად ადამი მომხდარის ნათელ მხარეებს და ნამდვილ საკუთარ თავთან მისასვლელ გზას ეძებს.

“მე სემი ვარ” – “I Am Sam” (2001) – 40 წლის ოფიციანტი სემ დოუსონი ფსიქიკური განვითარების მხრივ ჩვეულებრივ ადამიანს ჩამორჩება, ის მარტო ზრდის 7 წლის ქალიშვილ ლუსის. მამა გოგონას სიყვარულს და მოვლას არ აკლებს, მაგრამ ადგილობრივი სოცსამსახური თვლის, რომ სემი მოზარდს ვერ გაუმკლავდება, ამიტომაც ბავშვს სხვა ოჯახს გადასცემენ, მაგრამ სემი დანებებას არ აპირებს და გამოცდილი ადვოკატი აჰყავს.

“მა მა” – “Ma Ma” (2015) – ნიჭერი მასწავლებელი და მოსიყვარულე დედა მაგდა მთელი ძალით ცდილობს სასიკვდილო დაავადებას შეებრძოლოს და თან ბედნიერი იყოს. ამგვარად ის აბედნიერებს ყველას, ვინც მის გარშემოა და ვინც მისთვის ძვირფასია.

“მე ომს ვაცხადებ” – “La guerre est déclarée” (2011) – ეს არის ახალგაზრდა და ნაზი სიყვარულის ისტორია, რომელიც მოულოდნელმა დარტყმამ თბილი და ჰარმონიული სიყვარულის სამყაროდან სისასტიკის ქაოსში გადაისროლა. მათი შვილის – ადამის ავადმყოფობის გამო, ახალგაზრდა წყვილი მძიმე გამოცდის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა ახალგაზრდები არ ნებდებიან და ბოლომდე იბრძვიან შვილის გადასარჩენად. ფილმი ეფუძნება რეალურ მოვლენებს.

“კატვეს დედოფალი” – “Queen of Katwe” (2016) – პატარა უგანდელი გოგონას ცხოვრება – არსებობისთვის ყოველდღიური ბრძოლაა, მძიმე სამუშაო და არანაირი ბავშვური მხიარულება. ერთხელ ის სრულიად შემთხვევით საჭადრაკო კლუბში შევა და საკუთარ თავში თამაშის მიმართ ნამდვილ სიყვარულს აღმოაჩენს. მწვრთნელის და მასწავლებლის დახმარებით ფიონა ვაჟკაცობას მოიკრებს და გამოწვევას ღებულობს, რომელსაც მისი ცხოვრების შეცვლა სამუდამოდ შეეძლებათ.

“შენ შენ არ ხარ” – “You’re Not You” (2014) – თავისი კარიერის პიკზე ყოფნისას წარმატებული პიანისტი ქეითი ავადმყოფობის შესახებ გაიგებს, რომელიც მას ინვალიდის ეტლს მიაჯაჭვებს. მეუღლეს მის მომვლელად ახალგაზრდა გოგონა ბეკი აჰყავს, რომელმაც ქეითს ბედნიერების შეგრძნება უნდა დაუბრუნოს.

წყარო: news.croconet.ge

2,165 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2019
M T W T F S S
« Oct   Dec »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930