Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

2019-20 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგების განრიგი სტუდენტებისთვის

2019-20 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგების განრიგი სტუდენტებისთვის
December 03
15:26 2019

როდის იწყება არდადეგები უმაღლეს სასწავლებლებში? – ყველა უნივერსიტეტის გამოცდების და სწავლის დასრულების თარიღები განსხვავებულია. არდადეგები თუ გამოცდები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება. სტუდენტთა ინტერესის გათვალისწინებით, STUDINFO.GE-მ შეაგროვა ინფორმაცია, როდის იწყება ზამთრის არდადეგები საქართველოს უნივერსიტეტებში.

 ☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

გთავაზობთ 2019-20120 წლის სასწავლო წლის ზამთრის არდადეგებისა და გამოცდების განრიგს უნივერსიტეტების მიხედვით:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ბაკალავრიატის სტუდენტებს (ასევე დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს) დასკვნითი გამოცდები 9 იანვარს დაეწყებათ და 5 თებერვლის ჩათვლით გასტანს. მოგვიანებით ექნებათ დამატებითი გამოცდები.

საახალწლო არდადეგები აღნიშნული სტუდენტებისთვის 29 დეკემბერს დაიწყება და 8 იანვარს დასრულდება, გამოცდების შემდეგ კი ისინი ზამთრის არდადეგებით დატკბებიან, რომელიც 18 თებერვლიდან  1-ლი მარტის ჩათვლით გასტანს.

რაც შეეხება მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურების სტუდენტებს, მათი განრიგი ასეთია:

  • საგამოცდო პერიოდი: 13 იანვარი – 5 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 11-17 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
  • არდადეგები 29 დეკემბერი – 5 იანვარი, 18 თებერვალი – 1 მარტი.

სასწავლო პროცესი ყველა სტუდენტისთვის განახლდება 2 მარტს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ყველა საფეხურის სტუდენტებს საშობაო არდადეგები 25 დეკემბერს დაეწყებათ და 7 იანვრის ჩათვლით გასტანს. გამოცდებისთვის მათ თებერვლის თვე დაეთმობათ. ზამთრის არდადეგებით კი 16 მარტამდე ისიამოვნებენ. სწორედ ამ რიცხვში განახლდება სააუდიტორიო მეცადინეობები.

თავისუფალი უნივერსიტეტი

პირველკურსელი და მაღალკურსელი სტუდენტებისთვის გამოცდებისა და დასვენების განრიგი განსხვავებულია და ის ასე გამოიყურება.

პირველკურსელებისთვის:
საგამოცდო პერიოდი – 27.01 – 16.02
არდადეგები – 17.02 – 01.03
გამოცდები – 02.03 – 08.03

მაღალკურსელებისთვის:
საგამოცდო პერიოდი – 06.01 – 26.01
არდადეგები – 27.01 – 16.02
გამოცდები – 17.02 – 23.02

აგრარული უნივერსიტეტი

უნივერსიტეტმა სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებისთვის განსხვავებული განრიგი შეადგინა. იხილეთ გამოცდებისა და არდადეგების განრიგი:

პირველკურსელებისთვის:
გამოცდები 27.01 -23.02
არდადეგები 24.02-08.03
გამოცდები 09.03.15.03

მაღალკურსელებისთვის:
გამოცდები 06.01-02.02
არდადეგები 03.02 – 23.02
გამოცდები – 24.02 – 01.03

მაგისტრანტებისთვის:
გამოცდები : 20.01- 09.02
არდადეგები: 10.02 – 23.02
გამოცდები: 24.02 – 01.03

დოქტორანტებისთვის:
სასწავლო წელი იწყება ჩარიცხვისთანავე და არის თითოეული დოქტორანტისათვის ინდვიდუალური.

კავკასიის უნივერსიტეტი

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის (სწავლების მეორე, მესამე და მეოთხე წელი) გამოცდების პერიოდი ჩანიშნულია 24 დეკემბრიდან 28 დეკემბერის ჩათვლით და 8 იანვრიდან 22 იანვარის ჩათვლით. იანვრის ბოლომდე კი მათ აღდგენის/დამატებითი გამოცდები ჩაუტარდებათ.

რაც შეეხება არდადეგებეს, სტუდენტები 30 დეკემბრიდან 7 იანვარის ჩათვლით, ასევე 1-ლი თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით დაისვენებენ. სასწავლო პროცესს კი 10 თებერვლიდან დაუბრუნდებიან.

პირველკურსელებისთვის საგამოცდო პერიოდისა და არდადეგების განრიგი ასე გამოიყურება:

  • დასკვნითი გამოცდები: 8 – 28 იანვარი,
  • დასკვნითი გამოცდების აღდგენა/დამატებითი გამოცდები: 29 იანვარი – 8 თებერვალი,
  • არდადეგები 31 დეკემბერი, 2019 – 7 იანვარი; 8 – 16 თებერვალი.

პირველკურსელებისთვის გაზაფხულის სემესტრი 17 თებერვალს დაიწყება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (BTU)
პირველკურსელებისთვის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და 8 იანვრის ჩათვლით გასტანს. გამოცდებისთვის კი მათ 13 იანვრიდან 22 თებერვლის ჩათვლით პერიოდი ექნებათ გამოყოფილი.

რაც შეეხება II, III, IV კურსელებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, მათთვისაც არდადეგები იგივე ვადებში იქნება, თუმცა გამოცდებისთვის განსხვავებული პერიოდი აქვთ მიცემული: 23.12.2019 – 12.02.2020.

ქართული უნივერსიტეტი (SANGU)
ბაკალავრიატისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის საახალწლო-საშობაო არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და 11 იანვარის ჩათვლით გაგრძელდება. ძირითადი და დამატებითი გამოცდების ჩატარება და შეფასება 13 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით მოხდება.

მაგისტრანტებისთვის საახალწლო-საშობაო არდადეგები 30 დეკემბრიდან 7 იანვარის ჩათვლით განისაზღვრა. ძირითადი და დამატებითი გამოცდების ჩატარება და შეფასება  22 იანვრიდან დაიწყება და 14 თებერვალს დასრულდება.

სწავლა ქართულ უნივერსიტეტში 24 თებერვალს განახლდება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ყველა საფეხურის სტუდენტებისთვის განსხვავებული გრაფიკია შედგენილი. იხილეთ ცხრილი:

ქართულენოვან საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის:

  • ძირითადი გამოცდები 23-28.12.2019, 08-12.01.2020 – 21.01.2020
  • საახალწლო არდადეგები 30.12.2019 – 07.01.2020
  • დამატებითი გამოცდები 28.01.2020 – 01.02.2020
  • ინტენსიური სწავლების კურსი 03.02.2020 – 26.02.2020

უცხოენოვან საბაკალავრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის:

  • საახალწლო არდადეგები 30.12.2019 – 07.01.2020
  • ძირითადი გამოცდები 13.01.2020 – 01.02.2020
  • დამატებითი გამოცდები 05.02.2020 – 12.02.2020
  • ინტენსიური სწავლების კურსი 13.02.2020 – 07.03.2020

მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის:

  • საახალწლო არდადეგები 30.12.2019 – 07.01.2020
  • ძირითადი გამოცდები 27.01.2020 – 15.02.2020
  • დამატებითი გამოცდები 17.02.2020 – 22.02.2020

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ბაკალავრის საფეხურის სტუდენტები საახალწლოდ ერთი კვირის განმავლობაში დაისვენებენ – 30 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით. დასკვნით გამოცდებს კი 27 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით პერიოდში ჩააბარებენ.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)

ზამთრის არდადეგები დაიწყება 29 დეკემბრიდან და გაგრძელდება 12 იანვრის ჩათვლით. გაზაფხულის სემესტრი კი 3 თებერვალს დაიწყება.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი

არდადეგებისა და გამოცდების ცხრილი ასე გამოიყურება:

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

  • დასკვნით გამოცდების პერიოდი – 15 იანვარი – 1 თებერვალი (ძირითადი გამოცდები);
  • 3-15 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
  • საშობაო არდადეგები – 30 დეკემბერი – 4 იანვარი;
  • სემესტრული არდადეგები –17 – 29 თებერვალი;

მაგისტრატურა/დოქტორანტურა/მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

  • სასესიო პერიოდი – 22 იანვარი – 8 თებერვალი (ძირითადი გამოცდები);
  • 10– 22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
  • საშობაო არდადეგები – 30 დეკემბერი – 4 იანვარი; სემესტრული
  • არდადეგები –17 – 29 თებერვალი;

დიპლომირებული მედიკოსის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა

  • დასკვნითი გამოცდების პერიოდი – 5 – 22 თებერვალი (ძირითადი გამოცდები);
  • 24 თებერვალი -7 მარტი (დამატებითი გამოცდები);
  • საშობაო არდადეგები – 30 დეკემბერი – 4 იანვარი;
  • სემესტრული არდადეგები – 9 – 14 მარტი;

გაზაფხულის სემესტრის დიპლომირებული მედიკოსის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები 16 მარტს დაიწყებენ. დანარჩენი სტუდენტებისთვის კი სწავლა 2 მარტს განახლდება.

ევროპის უნივერსიტეტი

სტუდენტებს დასკვნითი და დამატებითი გამოცდების ჩასაბარებლად 13 იანვრიდან 25 თებერვლამდე პერიოდი მიეცემათ. საახალწლო არდადეგები მათთვის 30 დეკემბრიდან დაიწყება და 4 იანვრის ჩათვლით გასტანს. მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კი აღნიშნული არდადეგები 5 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

სააუდიტორიო მეცადინეობებს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები 16 მარტს დაიწყებენ, დანარჩენი სტუდენტებისთვის კი გაზაფხულის სემესტრი 2 მარტიდან დაიწყება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU)

სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებმა უნდა იხელმძღვანელონ ქვემოთ მოცემული ცხრილით:

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • საშობაო არდადეგები – 2020 წლის 1 იანვარი – 7 იანვარი;
  • დასკვნითი გამოცდები – 2020 წლის 17 იანვარი – 8 თებერვალი;
  • დამატებითი გამოცდები – 2020 წლის 17 თებერვალი – 29 თებერვალი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

შემოდგომის სემესტრის გამოცდების ჩაბარება სტუდენტებს 15 იანვრიდან 22 თებერვლის ჩათვლით მოუწევთ. საშობაოდ კი 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით დაისვენებენ.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

სხვადასხვა კურსის სტუდენტებს განსხვავებული განრგით მოუწევთ ხელმძღვანელობა:

  • ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ფინალური გამოცდები – 20.01- 07.02
  • სწავლის დასასრული – 7 თებერვალი, აკადემიური რეგისტრაცია – 3-14 თებერვალი
  • სწავლის დასაწყისი – 24 თებერვალი

მაგისტრატურის პირველი კურსი

  • ფინალური გამოცდები – 3-21 თებერვალი
  • სწავლის დასასრული – 21 თებერვალი
  • აკადემიური რეგისტრაცია – 7-21 თებერვალი
  • სწავლის დასაწყისი – 2 მარტი

მაგისტრატურის მეორე კურსი

  • ფინალური გამოცდები – 20.01 – 07.02
  • აკადემიური რეგისტრაცია – 3-14 თებერვალი
  • სწავლის დასაწყისი – 24 თებერვალი

დოქტორანტებისთვის

  • ფინალური გამოცდები – 20.01 – 07.02
  • აკადემიური რეგისტრაცია –  03-14 თებერვალი
  • სწავლის დასაწყისი – 24 თებერვალი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU)

საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები საახალწლოდ 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით დაისვენებენ. მოგვიანებით ისინი მოემზადებიან ფინალური და განმეორებითი გამოცდებისთვის, რომელიც 20 იანვრიდან 12 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. სასწავლო სალექციო საათები მათთვის 2 მარტს დაიწყება.

სამაგისტრო და მედიცინის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებისთვის განრიგი ოდნავ განსხვავებულია. საშობაოდ არდადეგებისთვის ამ სტუდენტებს იგივე პერიოდი აქვთ გამოყოფილი. სწავლაც 2 მარტს ახლდება, თუმცა გამოცდებისთვის გამოყოფილი დრო განსხვავებულია – 27 იანვრიდან 17 თებერვლის ჩათვლით.

საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი

საშობაო არდადეგები – 30 დეკემბერი – 7 იანვარი
საგამოცდო სესია – 8 იანვარი – 4 თებერვალი
დამატებითი გამოცდები – 5-12 თებერვალი
სასწავლო პროცესი განახლდება – 20 თებერვალი

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

საგამოცდო პერიოდი სტუდენტებს 30 დეკემბრიდან დაეწყებათ და ერთი თვე, 31 იანვრის ჩათვლით გასტანს. თუმცა ამ პერიოდში მათ ამოსუნთქვის საშუალებაც ექნებათ და 1-ლი იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით დაისვენებენ. სასწავლო პროცესს სტუდენტები 12 თებერვლიდან დაუბრუნდებიან.

ქუთაისის უნივერსიტეტი

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის:
ფინალურები – 13-24 იანვარი
ზამთრის არდადეგები – 1-2 იანვარი, 10-14 იანვარი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საშობაო არდადეგები სტუდენტებს 30 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით ექნებათ. საგამოცდო სესიებს კი 13 იანვრიდან 16 თებერვლის ჩათვლით პერიოდი დაეთმობა. საგაზაფხულო მეცადინეობები 2 მარტიდან დაიწყება.

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი

საშობაო არდადეგები გამოცხადდება 2019 წლის 30 დეკემბრიდან 2020 წლის 07 იანვრის ჩათვლით. შემოდგომის სემესტრის ძირითადი საგამოცდო სესია ჩატარდეს 2020 წლის 8 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით. დამატებითი საგამოცდო სესია ჩატარდება 2020 წლის 27 იანვრიდან 1-ლი თებერვლის ჩათვლით.

გაზაფხულის სემესტრის სააუდიტორიო სამუშაო დაიწყება 2020 წლის 10 თებერვალს.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
გამოცდები – 13.01.2020-07.02.2020
დამატებითი გამოცდები – 10.14 თებერვალი
დასვენების დღეები – 1, 2, 7 იანვარი, 17-20 თებერვალი

მასალა მომზადებულია უნივერსიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციასა და მათს ვებგვერდებზე განთავსებული აკადემიური კალენდრების მიხედვით. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ უნივერსიტეტებს.

ავტორი: მარიამ ელიაშვილი

6,406 ნახვა
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2019
M T W T F S S
« Nov    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031