ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

“სქაიტელი” აცხადებს ვაკანსიას ქსელის მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

ძირითადი მოვალეობაბი:

  • ქსელური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მომსახურება, აპარატურის
  • კონფიგურაცია დასმული ამოცანების შესაბამისად;
  • რადიო და ოპტიკური ქსელის ინფრასტრუქტურის მონიტორინგი;
  • ქსელში დამატებული ახალი მოწყობილობების პროგრამაში დაფიქსირება;
  • მუდმივი კომუნიკაცია რეგიონის ანძის ინჟინრებთან დაგეგმილ და არადგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით;
  • ქსელური ინფრასტრუქტურის ნახაზისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და მართვა;
  • მონიტორინგის სამსახურში შემოსული დავალებების/ტასკების ანალიზი, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში მოგვარება ან/და
  • გადაკვალიფიცირება შესაბამის სამსახურზე;
  • სხვადასხვა ტიპის რეპორტების წარმოება.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით)
    ქსელის საფუძვლების ცოდნა;
  • ინტერნეტ სერვის პროვაიდერ კომპანიაში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • Mikrotik, Ubiquiti აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება, სასურველია Cisco-ს აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქსელის მონიტორინგის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება(PRTG, Cacti).

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
  • დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.
  • დროის სწორად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით;
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზირი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგი ელექტრონულ მისამართზე – hr@skytel.ge 2020 წლის 11 იანვრამდე, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შეთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები