დეკემბრის ბოლოს წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება

ივენთი

საახალწლო საჩუქარი წიგნის მეგობრებისთვის! შეხვდით ახალ წელს ახალი წიგნებით!

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია გიწვევთ, წიგნის საახალწლო ფესტივალზე.

27, 28, 29 დეკემბერი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, მესამე კორპუსი, საგამოფენო დარბაზი. (გუდიაშვილის ქ. N 7)

უამრავი სიახლე, ახალი წიგნების პრეზენტაციები, გრანდიოზული ფასდაკლებები თქვენს საყვარელ წიგნებზე და ბევრი სიურპრიზი ბავშვებისთვის.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.

წიგნის საახალწლო ფესტივალის მონაწილეები არიან:
აგორა
ბუქმანია/პეგასი
გამომცემლობა ალეფი
გამომცემლობა არტანუჯი
გამომცემლობა დიოგენე
გამომცემლობა ინდიგო
გამომცემლობა ინტელექტი
გამომცემლობა მერიდიანი
გამომცემლობა პალიტრა L
გამომცემლობა წიგნი+ერი
გამომცმლობა „აქტი“
ერუდიტი
ზებრა
ზვიად კორძაძის გამომცემლობა
ირიათონი
კოსმო – ხელნაკეთი აქსესუარები
ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო
პოეზია
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
საერთაშორისო სახლი
საქწიგნი
სეზანი გამომცემლობა და სტამბა
სულაკაურის გამომცემლობა
შემეცენება
nino.ge

ფესტივალზე შესვლა უფასოა!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები