„დრო საუკეთესო საჩუქარია“ – სანტას ტრადიციული მიმართვა ლაპლანდიიდან

მხიარული ინფო

რამდენიმე დღეში მსოფლიოს მოსახლეობის ნაწილი შობას იზეიმებს. ფინეთში, ლაპლანდიიდან კი სანტამ ტრადიციული მიმართვა გაავრცელა.

„დრო საუკეთესო საჩუქარია“, – ასეთია წელს სანტას საშობაო გზავნილი. მან ასევე მსოფლიოს მოსახლეობას მოუწოდა, არ გამოიყენონ სიძულვილის ენა ერთმანეთთან საუბრისას.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

„კიდევ ერთხელ ჩაიარა მორიგმა წელმა და შობის დრო დადგა. ვიმედოვნებ, რომ შენი წელი ძალიან კარგი იყო. ამ წელმა დამაფიქრა ერთ რამეზე, კერძოდ კი იმაზე, თუ როგორ ესაუბრებიან ადამიანები ერთმანეთს. მე ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი, თუ ადამიანები კეთილი და მეგობრული სიტყვების გამოყენებას შეძლებდნენ. კარგია, იფიქრო სხვა ადამიანების ფიქრებსა და გრძნობებზე. ხშირად მეკითხებიან, რა არის საუკეთესო საჩუქარი? ვფიქრობ, საუკეთესო საჩუქარი დროა, რომელიც შენ შეგიძლია დაუთმო სხვას. დრო, რომელსაც ატარებ ოჯახთან, შვილებთან, მეგობრებთან. ასე რომ, გთხოვთ, დაუთმეთ დრო ერთმანეთს. იმედი მაქვს, შესანიშნავი შობა გექნებათ. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ“, -ამბობს სანტა.

წელიწადის ამ დროს სანტას სოფელი ლაპლანდიაში განსაკუთრებით ხალხმრავალია. სანტას ერთ-ერთი ელფის ცნობით, ყოველდღიურად სანტა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ბავშვებისგან 32 ათასამდე წერილს იღებს.

წყარო: 1tv

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები